საქართველოში არასრული სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მაია მანჯგალაძე ჩაირიცხა გერმანიის ქალაქ იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. დღეს ის „უხილავი ფარდის“ სტუმარია. გადაცემის ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან საუბარში, მაია გვიზიარებს მოსაზრებებს სამედიცინო განათლებაზე საქართველოსა და გერმანიაში, მსჯელობს, ზოგადად ჯანდაცვის სფეროზე, სამედიცინო დაზღვევაზე. გადაცემის კიდევ ერთი სტუმარია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში სწორედ იენაში (მაშინდელ გდრ-ში) აქვს მიღებული განათლება, ანუ, მაიასი არ იყოს, ზაალედალეულია. საუბრის დასაწყისში მაია მანჯგალაძე იმაზე გვიამბობს, თუ რა მიზნით წავიდა უცხოეთში სასწავლად.