ავტორი: უჩა კავალიშვილი
გაუგებარია ზუსტად გავიაზროთ, რა შეიძლება ვუწოდოთ მას. ჩვეულებრივი უსაქმური მოხეტიალე, თუ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაქცეული და სულიერების მაძებარი პიროვნება, მაგრამ, ფაქტია, რომ მსოფლიო საზოგადოებისაგან, მისმა ცხოვრებამ ლეგენდარულობის ჯილდო მიიღო. მისი ყველა ნაშრომი ავტობიოგრაფიულია და ჰიპსტერ მეგობრებთან ერთად ხეტიალს აღწერს ამერიკულ და მექსიკურ ჯურღმულებში, სადაც ციური სხეულების, ოკეანისა და ხმელეთის ბუნებისაგან ქცეული კანონზომიერიკავშირების გარდა, ვერაფერს შევხვდებით. მისი ნაშრომები, არც რუსული ლიტერატურის მაგვარ ფილოსოფიურ-ორთოდოქსულ მოსაზრებებს შეიცავს, რომელიც დიდ დაკვირვებებსა და კამათს საჭიროებს. მას არ შეუძლია, რაიმე ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე დაგვაფიქროს ან რომელიმე აქტუალურ თემას გასცეს ლიტერატურული პასუხი, მთელი მისი ცხოვრება დროის ფლანგვაა, ეს დრო კი ერთი შეხედვით დალევის, ხეტიალისა და გართობის მეტს არაფერს ეთმობა. მის ცხოვრებაში ვერ ამოვიკითხავთ რაიმე რუტინული სამსახურითა და საქმიანობით დაკავებულ პიროვნებას, რომელიც ყოველ დილით დგება, რომ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი სამსახურში გამოცხადდეს და კარიერულ წინსვლაზე იოცნებოს. ამ ადამიანის ცხოვრება არაპროგრესული და უპერსპექტივოა. მისი სახლში ყოფნის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს: ცხოვრების ფურცლებზე გადმოტანა, ხოლო თუ ის სახლში არ იმყოფება, მაშინ ადვილი მისახვედრია, რომ სადღაც, 500 მილის დაშორებით, სანაპიროზე, კოცონთან ზის განმარტოებული და, ღრმა ფიქრებში წასული, საგზალთან ერთად, ღვინოს შეექცევა. მისი მონაყოლი უინტერესო და არაფრის მომცემი იქნებოდა, თუ ამ თავგადასავლების მონაწილე უსაქმური მოქალაქე იქნებოდა, ინდივიდუალური უსწავლელობითა და შინაგანი კულტურის არარსებობით, მაგრამ ჩვენ ხომ საზოგადოებისაგან ლეგენდარულობის ჯილდოთი დასაჩუქრებულ პიროვნებაზე ვსაუბროთ და, როგორ შეიძლება, სიკეთის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სიბოროტისა და შურის მთესავმა ხალხმა უსამართლოდ აქციოს ვიღაც მწერალი ლეგენდად. მას ხომ დილიდან დილამდე შეეძლო ბუდიზმზე, ნებისმერი ქვეყნის მითოლოგიაზე, პოეზიასა და ხელოვნებაზე საუბარი. მას ხომ უმალ შეეძლო ლიტერატურული სიღრმეების ამოთხრა და აზრის ორმოდან ამოღება. რთული გასაგებია, თუ ასეთი შესაძლებლობები ჰქონდა, რატომ ამბობდა უარს იგი მისი ცოდნისათვის შესაფერის საქმეზე. მართალია, ის ომისაგან დამსხვრეულ-დალეწილ თაობას წარმოადგენდა, მაგრამ მისი თანატოლები ხომ მუშაობდნენ და უკეთესი ცხოვრების პირობები ჰქონდათ? მაშინ საინტერესოა, რატომ აირჩია მან გაცვეთილი ფეხსაცმელებით ხეტიალი ტეხასისა და კალიფორნიის გზატკეცილზე. ის ხომ შინაგან სიღრმეებში იყო წასული და არაფრისმომცემი ცხოვრების რეალობას ვეღარ აღიქვამდა, ჩვენ ხომ პირვონებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ღამეებს ათენებდა მთვარის ქვეშ და ცხოვრებისეულ ამოუცნობ დეტალებზე ფიქრობდა. რას არ გაიფიქრებს ხოლმე განმარტოებული კაცი გულში, მითუმეტეს, ხმამაღლა საუბარს აზრი არ აქვს მაინც არავინ გისმენს და ყველას გვაწსავლეს, ის, ვინც ყოველთვის გვისმენს, ისედაც გებულობს ადამიანების აზრებსო. სწორედ ამიტომ იმედდაკარგული შესთხოვს: ''თუ არსებობ, გამაგებინე, რატომ ვარსებობ!'' მას შეეძლო, რამდენიმე დღე-ღამე გადაება მიტოვებულ სამყაროში განმარტოებულს და საკუთარ ინდივიდუალიზმსა და სულიერებაზე ეფიქრა. ამოეხსნა, რა იყო სულის ფენომენი, გაეთავისებინა მის ცხოვრებაში ბუდიზმის კანონები, დაელია ღვინო და ვარსკვლავებთან ესაუბრა. მხოლოდ მან ჩაიწერა ოკეანესთან ფურცელზე პირადი საუბრები და, რა გგონიათ, თქვენ, ბანალურო ადმიანებო, როგორ ესაუბრა ოკეანეს? გამარჯობა, როგორ ხარ? მან ოკეანისა და ადამიანის საერთო ანბანი შექმნა: ტყლაშ, ტყლუშ, ბლუშ ბლაშ, შხლლ, შხლუუუ, შიიიი, შუუუ. ვინ იცის, რამდენმა ამ ანბანს გაშიფვრა დაუწყო, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, აღმოაჩინეს, რომ ეს არა ოკეანესთან საუბრის საშუალება, არამედ ხშირად ამოუცნობი და გამოუხატავი გრძნობები იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გროვდება და ერთ დღესაც გაიძულებს, რომ რაღაც არაკანონზომიერი, საზოგადოებისაგან სიგიჟედ შერაცხული გააკეთო, ყველაფერი დაივიწყო და მიჰვყეე დინებას, ებრძოლო რუტინას. სწორედ ეს გრძნობები აძლევს ადამიანებს მუხტს იყვნენ გამორჩეულები და ეს მოზღვავებული განცდები გამოხატონ, მაგრამ ბედნიერებაა და ამვდროულად საშინელებაა, როდესაც ასეთი განცდები გესტუმრება და მისი გამოხატვის ტალანტი არ გაქვს. სწორედ ასე იყო ჩვენი პერსონაჟი. ის იმიტომ იყო გენიალური, რომ ეს გრძნობები ესტურმა და შემდეგ ფურცელზე დაგვანახა საკუთარი ტკვილი, რომ უიმედობის ფონზე არსად შეეძლო მათი ხელოვნების რაიმე დარგით გარეთ გამოტანა. პარალელს ვავლებ ყოველთვის ჩე გევარაზე. არ მგონია, ის სრულიად პარტიულ იდეოლოგიას მიკუთნებული პიროვნება, რომელმაც პარტიის გამო გაწირა სიცოცხლე. ის იყო თავგადასავლების მაძიებელი, რომელსაც იდენტური გრძნობები გააჩნდა დავერ გამოხატავდა, მიუხედვად იმისა, ბევრი მცდელობა ვნახეთ მისგან: პირად დღიურებში მხატვრული ნიჭის გამოვლინების ცდა, თავგადასავლებისადმი სიყვარული. ვფიქრობ, ეს გრძნობებია ის არსი, რომელიც მისცემს ადამიანს იმ ბიძგს, რისი საშუალებითაც აქაურ რეალობას სწყდება, ამიტომ მიიჩქარის ჩვენი პერსონა შორეულ გზაზე, თითქოს მას, რაღაც ჭეშმარიტება და ფინიში ელოდება, მაგრამ მას არ ჰქონდა არანაირი ნიჭი, სულიერი ტკობა განეცადა და დიდი ხელოვნებისათვის გაეწია სამსახური. მას მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე ნაამბობის გადმოცემა შეეძლო და, სამწუხაროდ, მისი ცხოვრება არ იყო ვიღაც მწერლის მსგავსი, რომელსაც მუზა ესტუმრებოდა და ლიტერატურულ შედევრს ქმნიდა. მიმაჩნია, მის ნაშრომებზე მეტად ცხოვრება იყო ლეგენდარული. ის მუდამ დადიოდა ფეხით, მანქანით, ზოგჯერ კი მატარებლის ძარაზე შემომჯდარი და ფიქრობდა, თუ ვინ იყო, თუ რა იყო ცხოვრება. ეს იყო ამ პიროვნების ქარიზმა, რომელმაც ლეგენდად აქცია, რაღა თქმა უნდა, იმ უნარით, რომელსაც, სულიერ სიცარიელესთან ერთად, გენიალურად შეეძლობუნების აღწერა და რომანტიკულ სიღრმეებში ჩავარდნა. უნდა აღვნიშნოთ მისი ლიტერატურული შედარებების ნიჭი (მაგალითად: ''რაიხისებული თვითკმაყოფილებით") ეს არც მთვარის შუქით განათებულ ტბაზე, ნავით მიმავალი ჰემინგუეია და არც სხვა ვინმე. გაიცანით, ეს ამერიკული ლიტერატურის ღირსება, ლეგენდარული ჯეკ კურუაკია !