ზუგდიდში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის - დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხის - განხილვას ხმაური მოჰყვა.
სამოქალაქო საზოგადოება „სამშობლოს მაძიებლის“ ხელმძღვანელის ვახუშტი ფარცვანიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია და „თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის“ წევრი მერაბ ქვარაია დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას თენგიზ ჯგუშია დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ დარბაზში მყოფნი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე და, ამ მოთხოვნით, ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებულ ხელმოწერებზე.
მისივე შეფასებით, ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რასაც საინიციატივო ჯგუფის წევრი მერაბ ქვარაია არ დაეთანხმა.
თენგიზ ჯგუშიას გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, ისინი რეფორმის ძირითადი პრინციპების განსახილველად მოვიდნენ და არა კამათის მოსასმენად.
ჯგუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის ახალი სტრატეგია - დეცენტრალიზაცია - თავისთავად ითვალისწინებს ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას. მას შემდეგ კი, რაც ეს მოხდება, საინიციატივო ჯგუფს სურს მოქალაქეებს უთხრას, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება მათი დამსახურებაა:
„არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნები რომელიღაც პატარა ჯგუფმა, არაპროფესიული მიდგომებით, მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად გამოიყენოს და აფრიალოს - აი, ჩვენ ვართ გმირები და ზუგდიდს უნდა მიენიჭოს ქალაქის სტატუსი“.
თავის მხრივ, საინიციატივო ჯგუფის წევრმა მერაბ ქვარაიამ ყოფილი პარლამენტარის, თენგიზ ჯგუშიას გამოსვლას პროვოკაციული უწოდა. მისი თქმით, ჯგუშია მსგავსი გამოსვლებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს:
„ხელისუფლების ინიციატივას, რომ ზუგდიდი უახლოეს პერიოდში გახდეს თვითმმართველი ქალაქი, ქალაქის მოსახლეობა დადებითად შეეგება. სამწუხაროდ, დღეს არიან დევალვირებული პოლიტიკოსები, რომლებიც რეინკარნაციას ცდილობენ, ისინი მუდმივად ცდილობენ მოძებნონ ისეთი ობიექტები, რომლებთან კამათშიც შესაძლოა შეიქმნან ხმაურიანი იმიჯი“.
შეხვედრის ორგანიზატორი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამშობლოს მაძიებელი“ მას შემდეგ ჩამოაყალიბა, რაც 29 იანვარს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე ვერ მოხვდა, რადგან პარტიის დელეგატთა სიაში არ აღმოჩნდა, აცხადებს, რომ სახელმწიფოს ახალი სტრატეგია თვითმმართველობების შესახებ მთავრობამ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არამედ მოქალაქეებშიც უნდა განიხილოს. მისივე თქმით, რეფორმით გათვალისწინებული თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდის საკითხი საჭიროებს უფრო დეტალურ შესწავლას:
„ზუგდიდს უნდა ჰქონდეს ქალაქის სტატუსი, მაგრამ არა იმ პრინციპით, რომ ზუგდიდის რაიონი დაიშალოს, რაიონის სტატუსი ჩამოშორდეს ქალაქს და წარმოიშვას ოთხი, ხუთი ან შვიდი მუნიციპალური ერთეული. ეს ყოვლად დაუშვებელია“.
ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება მარტის თვეში დაიწყო. ამ დროისთვის ჯგუფს 2000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
რაც შეეხება თენგიზ ჯგუშიას, მან ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“ ასევე მარტის თვეში დააფუძნა.
ცნობისთვის: ჯგუშია 1955-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო პარტია „მოქალაქეთა კავშირიდან“, 1997 წელს გადავიდა ოპოზიციაში და გახდა „საქართველოს სოციალისტური პარტიის“ წევრი, რომელიც საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინებას“ შეუერთდა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში თენგიზ ჯგუშია სწორედ ამ ბლოკიდან გახდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი.