მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც ტელეკომპანია ”მაესტროს“ სატელიტურ თეფშებზე ყადაღის მოხსნას და მფლობელისთვის დაბრუნებას მოითხოვენ, 24 ივლისს მორიგი პრესკონფერენცია გამართეს. მათ უკვე მიმართეს მთავარ პროკურატურას ყადაღის მოხსნის მოთხოვნით, თუმცა 23 ივლისს, იმავე პროკურატურის მოთხოვნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „მაესტროს“ ტექნიკური მოწყობილობების კიდევ ერთი პარტია დააყადაღეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „მაესტროს“ მიმართ განხორციელებული ქმედებები თავისუფალი მედიისთვის ხელის შეშლაა და ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. მედიასაშუალებების წარმომადგენლები 25 ივლისს პარლამენტთან აქციის ჩატარებასაც გეგმავენ.
მედიასაშუალებების წარმომადგენელები ხელისუფლებას ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ 24 ივლისს პრესკონფერენციაზე ითქვა, რომელიც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა, ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა, ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ და რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ გამართეს.
”ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ვინაიდან დაყადაღებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის ვერ გაექცევა და ის ვერ მოგვიშორებს თავიდან იმის თქმით, რომ, იცით რა, მიმართეთ პროკურატურას, მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ გამოძიებას და ა.შ.”
ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი პროკურატურის განმარტებებზე საუბრისას გულისხობს მთავარი პროკურატურის 11 ივლისის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვად შეაფასა ივნისში ტელეკომპანიის მიერ დაწყებული პრომოაქცია, სახელწოდებით „’მაესტრო’ ყველა ოჯახში”, რამდენადაც, განცხადების თანახმად, ტელეკომპანია პოლიტიკურ კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიის - ”ელიტა ბურჯის” - მითითებებით ხელმძღვანელობდა და მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა. სწორედ ამას მოჰყვა „მაესტროს“ სატელიტური ანტენების 11 ივლისს პირველი და 23 ივლისს უკვე მეორე პარტიის დაყადაღება. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა პროკურატურის განმარტებას აბსურდულს უწოდებს, ვინაიდან გამორიცხავს ყველანაირ ფარულ კავშირს ”ქართულ ოცნებასთან”.
”მასტ კერის” პრინციპის მიღების ფონზე ხელისუფლების ქმედებებს ”მაესტროსთან” მიმართებით სრულიად ალოგიკურს და წარმოუდგენელს უწოდებს ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. მისი სიტყვით, პირიქით, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას აქვს მეტი ვალდებულება ხელი შეუწყოს განსხვავებული ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებისთვის მის ხელმისაწვდომობას. აქედან გამომდინარე, შორენა შავერდაშვილი თვლის, რომ, სატელიტური ანტენების დაყადაღების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, თუ ხელისუფლება ანტენების დამონტაჟებას თავად იტვირთავდა:
”ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას თავის თავზე აეღო ამ სატელიტური თეფშების დამონტაჟების ვალდებულება, ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი იმისა, რომ მას მართლა უნდა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და სამართლიან მედიაგარემოში, - იქ, სადაც ადამიანებს შეზღუდულად კი არ მიეწოდებათ ინფორმაცია და საინფორმაციო ომი კი არ არის გაჩაღებული, არამედ ადამიანები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებებით და ისინი აკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს.”
მედიასაშუალებების წარმომადგენლები 25 ივლისს პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ. აქციის მოთხოვნა იქნება ტელეკომპანიის მფლობელობაში არსებული სატელიტური თეფშების ყადაღისგან გათავისუფლება და მფლობელისთვის მისი დაბრუნება. როგორც გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, ეს არის ყველა მედიასაშუალებისთვის მნიშვნელოვანი თემა:
”დაუბრუნდეს უკანონოდ წართმეული ქონება ტელეკომპანია ”მაესტროს”. ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს არ არის მხოლოდ ”მაესტროს” თემა. ეს არის ზოგადად მთელი მედიის შევიწროების თემა. ჩვენ ამას აღვიქვამთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად.”
სხვადასხვა აქციების პარალელურად, ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის სიტყვებით, მზადდება სარჩელი, რომელშიც მითითებული იქნება ყველა მუხლი და კონვენცია, რომლის მიხედვითაც დაირღვა ”მაესტროს” უფლებები. ილია კიკაბიძის ინფორმაციით, ზარალი, რომელიც დაყადაღების გამო კომპანიას მიადგა, უხეში დათვლით, ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ადგილობრივი სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ, კიკაბიძის სიტყვებით, საქმე საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს.

ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას თავის თავზე აეღო ამ სატელიტური თეფშების დამონტაჟების ვალდებულება, ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი ...შორენა შავერდაშვილი
ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი პროკურატურის განმარტებებზე საუბრისას გულისხობს მთავარი პროკურატურის 11 ივლისის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვად შეაფასა ივნისში ტელეკომპანიის მიერ დაწყებული პრომოაქცია, სახელწოდებით „’მაესტრო’ ყველა ოჯახში”, რამდენადაც, განცხადების თანახმად, ტელეკომპანია პოლიტიკურ კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიის - ”ელიტა ბურჯის” - მითითებებით ხელმძღვანელობდა და მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა. სწორედ ამას მოჰყვა „მაესტროს“ სატელიტური ანტენების 11 ივლისს პირველი და 23 ივლისს უკვე მეორე პარტიის დაყადაღება. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა პროკურატურის განმარტებას აბსურდულს უწოდებს, ვინაიდან გამორიცხავს ყველანაირ ფარულ კავშირს ”ქართულ ოცნებასთან”.
”მასტ კერის” პრინციპის მიღების ფონზე ხელისუფლების ქმედებებს ”მაესტროსთან” მიმართებით სრულიად ალოგიკურს და წარმოუდგენელს უწოდებს ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. მისი სიტყვით, პირიქით, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას აქვს მეტი ვალდებულება ხელი შეუწყოს განსხვავებული ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებისთვის მის ხელმისაწვდომობას. აქედან გამომდინარე, შორენა შავერდაშვილი თვლის, რომ, სატელიტური ანტენების დაყადაღების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, თუ ხელისუფლება ანტენების დამონტაჟებას თავად იტვირთავდა:
დაუბრუნდეს უკანონოდ წართმეული ქონება ტელეკომპანია ”მაესტროს”. ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს არ არის მხოლოდ ”მაესტროს” თემა ...ლაშა ტუღუში