Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენა დაიწყო


დღეს, 29 აგვისტოს, უფლებამოსილება შეუწყდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს, რომელმაც თანამდებობა, საკუთარი სურვილით, 12 აგვისტოს დატოვა. ზურაბ ხარატიშვილმა პოლიტიკაში გადაინაცვლა, დღეიდან კი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დამატებით კიდევ ერთი პროცესი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესი - იწყება.

პროცესი, რომელიც 29 აგვისტოდან დაიწყო, პირველ ეტაპზე სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ პრეზიდენტისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ორგანიზაციათა ერთი ნაწილის არჩევანის შესახებაა მხოლოდ ცნობილი - ესაა გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო დახმარების
პრეზიდენტმა მიანიჭა უპირატესობა იმ კანდიდატს, რომელსაც წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონის მიხედვით, სამი კანდიდატურა უნდა წარედგინოს პარლამენტს და ეს პირობა, ცხადია, იქნება დაცული, თუმცა კონსულტაციები იქნება...
ანდრო ბარნოვი
პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია. მის კანდიდატურაზე შეჯერების შესახებ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ განაცხადა, დღეისათვის კი პრაქტიკულად სრულდება ამ კანდიდატურის პრეზიდენტისათვის წარდგენის პროცედურა.

“ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სხვა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ოფიციალურად წარვუდგენთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩვენს კანდიდატურას. ეს არის ქალბატონი თამარ ჟვანიას კანდიდატურა. ჩვენ წინა კვირას ამის თაობაზე საჯარო წარდგინება, ანუ პრეზენტაცია, მოვაწყეთ და ახლა ვაპირებთ, რომ უკვე ოფიციალურად, წერილობითი ფორმით წარვუდგინოთ საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი კანდიდატურა“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა 15 დღის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

შესაბამისად, საარჩევნო სფეროთი დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება იქითაა მიმართული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ვისი კანდიდატურები მოხვდება პრეზიდენტთან და ვის მიანიჭებს უპირატესობას თავად პრეზიდენტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თანახმად, კონსულტაციები ამ საკითხზე გრძელდება:

“პრეზიდენტმა მიანიჭა უპირატესობა იმ კანდიდატს, რომელსაც წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონის მიხედვით, სამი კანდიდატურა უნდა წარედგინოს პარლამენტს და ეს პირობა, ცხადია, იქნება დაცული, თუმცა კონსულტაციები იქნება. ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე დღე ამისათვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას თამარ ჟვანიას კანდიდატურის მხარდამჭერი ორგანიზაციებიც აპირებენ:
ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

“მოლოდინი არის, რომ სამი კანდიდატით წარდგება. ერთი კანდიდატი, რომ ჩვენი უნდა იყოს, წესით, ეს, ალბათ, მისი კომენტარიდან გამომდინარეობს, რომ იგი უჭერს მხარს, რომ წარადგენს როგორც ერთ-ერთ კანდიდატს. დანარჩენების შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ ვიცით, არ გაგვიგია, ამის შესახებ რას აპირებს. თუმცა როცა ჩვენ უშუალოდ გვექნება კონტაქტი მასთან, - სავარაუდოდ, დღეიდან იწყება უკვე ათვლა 15 დღის და ჩვენ, ალბათ, ხვალ გავგზავნით უკვე წერილს მასთან ოფიციალურად, - როცა შევხვდებით, ალბათ იქ გამოჩნდება, ვისზე არის საუბარი და ჰყავს თუ არა სხვა კანდიდატურები“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები ღებულობენ. კენჭისყრაში არ მონაწილეობს წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრი. რეალურად კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეისათვის არსებული ბალანსით, მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ირჩევენ, თუმცა, შესაძლოა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა თავად ცესკომ ვერც კი შეძლოს.

“თუ ცესკოში ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრულია 5 დღე, ამის შემდეგ უკვე პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმავე სამი კანდიდატურიდან ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე“, - უთხრა მედიას ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი დამატებით განმარტავენ, რომ ცესკოს ხელმძღვანელის შეცვლა თავად საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს და ყველა საარჩევნო პროცედურა გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად ჩატარდება.
XS
SM
MD
LG