Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტები თანახმა არიან ტყვეების გაცვლაზე


უკრაინის სამხედრო მოსამსახურე ლუგანსკთან
უკრაინის სამხედრო მოსამსახურე ლუგანსკთან

„(სეპარატისტები) 74 უკრაინელს გაათავისუფლებენ 27 დეკემბერს. ჩვენ მათ გავცვლით 306 ტყვეში“, - პატრიარქმა კირილემ იმედი გამოთქვა, რომ ტყვეთა ამჟამინდელი გაცვლით დაიწყება პროცესი, რადგან საპატიმროებში მყოფი ყველა პირი არ მოხვდა გასაცვლელების სიაში.

74 უკრაინელს გაათავისუფლებენ 27 დეკემბერს. მათ ჩვენ გავცვლით 306 ტყვეში...
ირინა ჰარაშჩენკო

23 დეკემბრის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხდა შობისა და ახალი წლის მომავალ დღესასწაულებთან კავშირში. 25 დეკემბერს ორივე მხარე აცხადებდა, რომ მოწინააღმდეგემ დაარღვია ზავი.

უკრაინის ხელისუფლება და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები შეთანხმდნენ ტყვეების დიდი რაოდენობით გაცვლაზე, რომელიც დაგეგმილია 27 დეკემბრისთვის.

ტყვეების გაცვლის შესახებ განცხადება გააკეთეს სეპარატისტთა ლიდერებმა 25 დეკემბერს და, ასევე, ტელევიზიით, მოსკოვში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა. ამ თემაზე შეხვედრა შედგა მოსკოვში, სვიატო-დანილოვოს მონასტერში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს შუამავლობით. ფეისბუკის გზით შემდეგი ხასიათის მოკლე განცხადება გაავრცელა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ირინა ჰარაშჩენკომ. „(სეპარატისტები) 74 უკრაინელს გაათავისუფლებენ 27 დეკემბერს. მათ ჩვენ გავცვლით 306 ტყვეში“.

სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლა მოხდეს ფორმულით: „306 74-ის სანაცვლოდ“. არ არის ცხადი, ეხება თუ არა ეს გაცვლა ომის ყველა ტყვეს. გავრცელებული ცნობით, უკრაინელებს შეპყრობილი ჰყავდათ 206 სეპარატისტი მებრძოლი, ხოლო სეპარატისტებს - მთავრობის 74 ჯარისკაცი. პატრიარქმა კირილემ იმედი გამოთქვა, რომ ტყვეთა ამჟამინდელი გაცვლით დაიწყება პროცესი, რადგან საპატიმროებში მყოფი ყველა პირი არ მოხვდა გასაცვლელების სიაში.

ალექსანდრ ზახარჩენკო
ალექსანდრ ზახარჩენკო

2014 წლის აპრილიდან დონეცკისა და ლუგანსკის იმ ნაწილებში, რომლებიც სეპარატისტთა ხელშია, ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მინსკის შეხვედრაზე, 20 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინისა და სეპარატისტთა წარმომადგენლები, ეუთოსთან ერთად, შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდებოდა. ეუთოს განცხადებაში ეწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხდა შობისა და ახალი წლის მომავალ დღესასწაულებთან კავშირში. 25 დეკემბერს ორივე მხარე აცხადებდა, რომ მოწინააღმდეგემ დაარღვია ზავი.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG