რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თინათინ ავალიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. მან ილაპარაკა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.