დღევანდელი „მეათე სტუდიის“ შინაარსი ასეთი იქნება: ჯერ გორს მივაშურებთ, სასწავლებელს, სადაც თავის დროზე იოსებ ჯუღაშვილი სწავლობდა, და ისტორიის გაკვეთილს დავესწრებით. გიამბობთ გამოფენაზე, სახელწოდებით ”შედი ჩემს მდგომარეობაში”, რომელიც ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრებას ასახავს. შემოგთავაზებთ ინტერვიუს ნანა ექვთიმიშვილთან - რეჟისორთან ბერლინის კინოფესტივალზე საავტორო კინოს ასოციაციის პრიზით დაჯილდოებული ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“. გიამბობთ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე დებატებზე საემიგრაციო რეფორმის შესახებ, რომლის შედეგს, სხვა 11 მილიონ არალეგალურად მცხოვრებ იმიგრანტთან ერთად, ქუთაისიდან წასული თომაც ელოდება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1