Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა ნანუაშვილი: რას დებს სასწორზე საქართველოს ხელისუფლება?


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს წინადადებით ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, დაზარალებულად ცნობასა და მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე. სახალხო დამცველის ოფისი ყურადღებით აკვირდება დემირელის კოლეჯის მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმეს, ასევე სწავლობს საქართველოში მცხოვრები და ჩამოსული უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება სასწორზე ადამიანის უფლებებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს უპირისპირებს. როგორ აფასებს სახალხო დამცველი ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებას, რა რეკომენდაციებს აძლევს მთავრობას, ტენდენციაა თუ მხოლოდ ცალკეული რამდენიმე ფაქტი საქართველოში აღმოსავლეთის, კერძოდ, აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელების მიმართ რასისტული დამოკიდებულება - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG