იქნება თუ არა პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ - ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
პეკინის გამზირი დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვანძია, ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა ხერგილებისა და შეფერხებით გადაადგილების პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით თვალსაჩინოა. მიზეზები მრავალფეროვანია - როგორც არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე ავტომობილების რაოდენობის კატასტროფული სიჩქარით ზრდა. გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქში მანქანების რაოდენობა 100 ათასით არის გაზრდილი. ამ და სხვა საკითხებზე ნინო თარხნიშვილი ესაუბრა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს.