სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, 11 თებერვლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას იწყებს. სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, მთლიანობაში, 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის საერთო ღირებულება კი 180 მილიონ ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, გლეხებს ორი ტიპის ბარათები დაურიგდებათ, განმარტავს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე:
”პირველი - ეს არის ბარათი, რომელსაც ტრაქტორი ახატია. ამ ბარათის მიმღები ყველა ადამიანი შეძლებს თავისთვის საჭირო მომსახურების მიღებას, - ვგულისხმობ მიწის მოხვნას და გაფხვიერებას. მეორე ბარათი ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად არის გამიზნული და მის დარიგებას მარტიდან დავიწყებთ”.
სასოფლო-სამეურნეო ბარათების მომხმარებლები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით სახნავი ფართობის მქონე მიწათმესარგებლეები მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით. 1 ჰექტარზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება ისეთი კომპონენტებისაგან, როგორიცაა ნიადაგის ხვნა და გაფხვიერება. ამ ბარათში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად 300 ლარია გათვალისწინებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი 0,25 -დან 1,25-მდე ჰექტარის მიწის მესაკუთრეებისგან შედგება. 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები ნედლეულის შესაძენად 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ. 1,25-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერებს 640 ლარის ღირებულების ბარათები დაურიგდებათ.
საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, სოფლის მეურნეობაში ფულადი და ადამიანური რესურსების მობილიზებით სოფელი აღორძინდება. ამის იმედი აქვს გლეხობასაც.
”სოფლის მეურნეობას რომ მიეხმარებიან, ეს ნიშნავს, რომ ხალხი მშიერი არ იქნება, ფულიც დატრიალდება“;
„ჩვენ საერთოდ არავინ არაფერს გვაგებინებს. ვიცით, რომ ვაუჩერები რიგდება, მაგრამ რა თანხით ან როდის, არ ვიცით“;
„მე მგონი, სამასლარიანი ვაუჩერია, თუ არ ვცდები”, - უთხრეს ჩვენს კორესპონდენტს ლაგოდეხელმა გლეხებმა.
მთელი საქართველოს მასშტაბით კი, მიწათმესაკუთრეთა აღწერა „კარდაკარის“ პრინციპით განხორციელდა და შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ბაზა, რომელშიც, როგორც უკვე ითქვა, 640 000-ზე მეტი მესაკუთრე დაფიქსირდა. რამდენად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო ბარათები სოფლის მეურნეობის განვითარებას და რამდენად ოპტიმალურია გლეხისთვის ამ ფორმით დახმარება? - ამ საკითხის კომენტირებისას ეკონომისტმა ვაჟა ბერიძემ გვითხრა, რომ ვაუჩერები საერთოდ სოფლის მეურნეობის სტიმულირების მაინცდამაინც საუკეთესო ფორმა არ არის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სოფლის მეურნეობის სუფსიდირების გარკვეულ სახეობასთან:
”მე ვფიქრობ, მხოლოდ სოფლის მომავლის განსაზღვრის შემდეგ, დაწვრილერთეულებული საგლეხო ფუძისა და ნაკვეთების გაერთიანების სამართლიანი გზის მოძებნის შემდეგ გახდება შესაძლებელი ეფექტიანი ზომების მიღება, ამ ეტაპზე კი მყისიერად სერიოზულად უნდა დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და ამის შემდეგ ვიფიქროთ სოფლის განვითარების კონცეფციაზე”.
ვაჟა ბერიძისგან განსხვავებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროექტის ეფექტიანობისა ეეჭვება „ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს:
”წელს თუ დააკვირდებით, პრობლემა იყო ის, რომ ყველა ჩიოდა, სად წავიღოთ ეს ჩვენი მოწეული მოსავალი, არ ვიცითო. ზოგან მანდარინი დალპა, ზოგან კარტოფილი ფუჭდება, ზოგან ყურძენი და ზოგან ვაშლი. ანუ ბაზრების პრობლემაა და ინტელექტის პრობლემაა, რომელიც ამ მოწეულ საქონელს დაამუშავებს, დაახარისხებს და გაიტანს ახალ ბაზრებზე. აი, იქაა რესურსი გამოსაყენებელი. ამიტომ მე ძალიან სკეპტიკური ვარ ასეთი ტიპის პროექტების მიმართ”.
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვემო ქართლიდან იწყებს.

სოფლის მეურნეობას რომ მიეხმარებიან, ეს ნიშნავს, რომ ხალხი მშიერი არ იქნება, ფულიც დატრიალდება...

წელს თუ დააკვირდებით, პრობლემა იყო ის, რომ ყველა ჩიოდა, სად წავიღოთ ეს ჩვენი მოწეული მოსავალი, არ ვიცითო. ზოგან მანდარინი დალპა, ზოგან კარტოფილი ფუჭდება, ზოგან ყურძენი და ზოგან ვაშლი...პაატა შეშელიძე