საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართა. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ცესკომ 72 საათის განმავლებაში უნდა მიიღოს გადაწვეტილება კანდიდატად რეგისტრაციის ან უარის თქმის თაობაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის იურიდიული საფუძველი, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილმა და საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია 16 საათზე შეიტანა. შესაბამისად, „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარეს არა უგვიანეს 5 სექტემბრის 16 საათისა ზუსტად ეცოდინება, დარეგისტრირდება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებში მისი მონაწილეობა შემდეგი გარემოების გამო არის მნიშვნელოვანი:
„რეალური კანდიდატები და რეალური არჩევანი სხვადასხვა ორიენტაციას შორის დღეს არის ძალიან შეზღუდული და მე ვიბრძვი ამ შემთხვევაში არა მარტო ჩემი კანდიდატურისათვის, არამედ მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს, რისთვისაც მე ვარ ჩაბმული ამ ბრძოლაში, ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ მე ვერ წარვდექი ამ შეჯიბრში, მათ არ მიეცემათ ამის საშუალება და, ალბათ, სახლში დარჩებიან, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდია“.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიზანშეწონილობის გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად მის რეგისტრაციას უზრუნველყოფს კანონიც. პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ხელისუფლების ცალკეულ წევრთა აზრს, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ, კონსტიტუციის შესაბამისად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნება არ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა ეთქვას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. აი, რა უთხრა ამასთან დაკავშირებით ორიდე კვირის წინ რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა:
„არ არსებობს ვირტუალური საპრეზიდენტო კანდიდატი. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი ხდება პრეზიდენტი. შესაბამისად, აკრძალვები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა, თუ მოიგებს არჩევნებს, შეძლოს პრეზიდენტობა. ამიტომ ეს ლოგიკა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი ცესკოს გადასაწყვეტია“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი არგუმენტად იმ პრეცედენტს ასახელებენ, რომელსაც მიმდინარე წლის ივლისში ჰქონდა ადგილი. ცესკოს წარმომადგენლის ეკა აზარაშვილის თქმით, კანდიდატად რეგისტრაციას ითხოვდა საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეობების მქონე პირი:
„ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კანდიდატი და მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა (ნიდერლანდებისა და საქართველოსი). ცესკომ უთხრა უარი საინიციატივო ჯგუფსაც და მის მიერ წარდგენილ კანდიდატსაც. შემდეგ ეს გაასაჩივრა მან სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ დატოვა ძალაში ჩვენი გადაწყვეტილება“.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, ერთმანეთისგან განსაცალკევებელია პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად და პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის საჭირო მოთხოვნები, მით უფრო, რომ საარჩევნო კოდექსში კანდიდატის მოქალაქეობაზე არაფერია ნათქვამი:
„ეს არის დამატებითი გარემოება იმისა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი რეგისტრაციის მომენტში არ ჩაითვალოს დამაბრკოლებელ გარემოებად. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩეული იქნება საქართველოს პრეზიდენტად, მას ექნება თანამდებობის დაკავებამდე სამკვირიანი პერიოდი და ამ დროის განმავლობაში მას უფლება აქვს მიმართოს საფრანგეთის საელჩოს და განაცხადოს, რომ იხსნის საფრანგეთის მოქალაქეობას და დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას“.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია გადაწვეტილება საბუთების მიღებიდან 72 საათში გამოაქვეყნოს. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში კი, სალომე ზურაბიშვილისა და საინიციატივო ჯგუფის განკარგულებაში 24 საათი იქნება, რათა ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში პრობლემა, სამართლებრივის ნაცვლად, აშკარა პოლიტიკურ ელფერს შეიძენს.
„რეგისტრაციისთვის ნათელი სიტუაციაა და ცესკომაც უნდა მომცეს რეგისტრაციის უფლება. თუ არ მომცემს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზედაც გაკეთდება ის შეფასება, რომელიც უნდა გაკეთდეს, და მაშინ ჩვენ - საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს -დაგვჭირდება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, ანუ ვის უთმობენ გზას იმ შემთხვევაში, თუკი მე მბლოკავენ ამ გზაზე“, უთხრა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას.
სალომე ზურაბიშვილმა და საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია 16 საათზე შეიტანა. შესაბამისად, „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარეს არა უგვიანეს 5 სექტემბრის 16 საათისა ზუსტად ეცოდინება, დარეგისტრირდება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებში მისი მონაწილეობა შემდეგი გარემოების გამო არის მნიშვნელოვანი:
„რეალური კანდიდატები და რეალური არჩევანი სხვადასხვა ორიენტაციას შორის დღეს არის ძალიან შეზღუდული და მე ვიბრძვი ამ შემთხვევაში არა მარტო ჩემი კანდიდატურისათვის, არამედ მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს, რისთვისაც მე ვარ ჩაბმული ამ ბრძოლაში, ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ მე ვერ წარვდექი ამ შეჯიბრში, მათ არ მიეცემათ ამის საშუალება და, ალბათ, სახლში დარჩებიან, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდია“.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიზანშეწონილობის გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად მის რეგისტრაციას უზრუნველყოფს კანონიც. პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ხელისუფლების ცალკეულ წევრთა აზრს, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ, კონსტიტუციის შესაბამისად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნება არ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა ეთქვას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. აი, რა უთხრა ამასთან დაკავშირებით ორიდე კვირის წინ რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა:
ეს არის დამატებითი გარემოება იმისა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი რეგისტრაციის მომენტში არ ჩაითვალოს დამაბრკოლებელ გარემოებად. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩეული იქნება საქართველოს პრეზიდენტად, მას ექნება თანამდებობის დაკავებამდე სამკვირიანი პერიოდი და ამ დროის განმავლობაში მას უფლება აქვს მიმართოს საფრანგეთის საელჩოს...კახა კოჟორიძე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი არგუმენტად იმ პრეცედენტს ასახელებენ, რომელსაც მიმდინარე წლის ივლისში ჰქონდა ადგილი. ცესკოს წარმომადგენლის ეკა აზარაშვილის თქმით, კანდიდატად რეგისტრაციას ითხოვდა საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეობების მქონე პირი:
„ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კანდიდატი და მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა (ნიდერლანდებისა და საქართველოსი). ცესკომ უთხრა უარი საინიციატივო ჯგუფსაც და მის მიერ წარდგენილ კანდიდატსაც. შემდეგ ეს გაასაჩივრა მან სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ დატოვა ძალაში ჩვენი გადაწყვეტილება“.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, ერთმანეთისგან განსაცალკევებელია პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად და პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის საჭირო მოთხოვნები, მით უფრო, რომ საარჩევნო კოდექსში კანდიდატის მოქალაქეობაზე არაფერია ნათქვამი:
რეგისტრაციისთვის ნათელი სიტუაციაა და ცესკომაც უნდა მომცეს რეგისტრაციის უფლება. თუ არ მომცემს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება...სალომე ზურაბიშვილი