Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სახელმწიფო ენა ინტეგრაციისა და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის 2014 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 6,3 % ეროვნებით აზერბაიჯანელია, 4,5 % კი - ეროვნებით სომეხი. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის სომხური და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭიროა ქართული ენის ცოდნა და ინფორმაციის მიღება, რისი საშუალებაც საშუალო ასაკის ადამიანებს არა აქვთ.

31 წლის არტურ მკოიანი ამბობს, რომ უმაღლესი იურიდიული განათლება სომხეთის რესპუბლიკაში მიიღო, რადგან წლების წინ ქართული ენის უცოდინრობის გამო გამოცდები საქართველოს უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა, სომხეთიდან დაბრუნებულმა კი მუშაობა ვერ დაიწყო, რაშიც ხელი შეუშალა ისევ სახელმწიფო ენის უცოდინრობამ. არტურ მკოიანის თქმით, ქართული ენა მხოლოდ სამხედრო ვალდებულების მოხდისას ისწავლა. უნდა, რომ სახელმწიფო ენა სახელმწიფო პროგრამებით ისწავლებოდეს, რათა ახალგაზრდებმა, ისევე როგორც უფროსი ასაკის ადამიანებმა, ქართულ ენაზე მიიღონ ინფორმაცია და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

უფროსი თაობის წარმომადგენელთათვის ქართული ენის შესასწავლად გარკვეული პროგრამების საჭიროებაზე ლაპარაკობს ასიმ სალიაევიც.

ქართული ენის უცოდინრობა მნიშვნელოვნად აფერხებს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას ქართულენოვან მოსახლეობასთან, ამბობს დაურ ისმაილოვი. მისივე თქმით, საჯარო სკოლებსა და ქართულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ათამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ სწორ სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად საზოგადოების მზაობაა ის ფაქტორი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG