საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს და განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო „არა უბრალოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური აქტი იმ შეშინებული და შეუმდგარი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს.“ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა სხვა ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სააკაშვილი შემდეგი განცხადებებით გამოვიდა: „ისინი ცდილობენ წამართვან არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მომავალი წლის ოქტომბერში. თუმცა მე არ მითქვამს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მსურს. ჩემი პარტია ისედაც ყველაზე პოპულარულია ახლა საქართველოში. ბოლო გამოკითხვებით. ის პირველ ადგილს აიღებდა. ამ გამოკითხვებით მას 30 პროცენტი [უჭერდა მხარს], მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარი ლიდერი ან საზღვარგარეთაა გაძევებული, ან კი ციხეში ზის. მმართველი პარტია მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება და [მისი რეიტინგი] განაგრძობს კატასტროფულ დაცემას.“ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 30 ოქტომბრიდან დაიწყო იმის გამო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე გახდა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1