რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში, როგორ უნდა განვითარდეს პროკურატურა და როგორ უნდა მოიპოვოს ამ ინსტიტუტმა საზოგადოების ნდობა - ამ საკითხებზე მსჯელობას მიეძღვნა მთავარი პროკურატურის ორგანიზებით 18 ოქტომბერს სასტუმრო ”რადისონში” გამართული შეხვედრა. მთავარმა პროკურორმა წარმატებულ ნაბიჯებსა და სამომავლო ამოცანებზე ილაპარაკა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და აშშ-ის ელჩი საქართველოში.
წარმატებული ნაბიჯები, რაც 1 წლის განმავლობაში გადაიდგა, მთავარმა პროკურორმა 11 პუნქტად ჩამოაყალიბა და საუბარი საკადრო ცვლილებებით დაიწყო. არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ 33%-ით განახლდა პროკურატურის პერსონალი და შეიცვალა ყველა ის პირი, რომელიც ”სისხლის ”სამართლის პოლიტიკის გენერირებაში მონაწილეობდა”. მისი ინფორმაციით, 333 პროკურორიდან და 43 გამომძიებლიდან გათავისუფლდა 50 პროკურორი და 6 გამომძიებელი და მათ ნაცვლად დაინიშნა 148 პროკურორი და 48 გამომძიებელი. მათი 70% ყოფილი ადვოკატია.
ასევე ციფრებშია მოცემული ცვლილებები სამართლებრივი დევნის პროცესებთან დაკავშირებითაც:
”2012 წლის 1 ნოემბრიდან სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა წინა ხელისუფლების 7 პოლიტიკური თანამდებობის პირის, ანუ წინა მთავრობის 7 მინისტრის, ქალაქ თბილისის მერისა და 300 სხვა საჯარო მოხელის მიმართ. ასევე დევნა იქნა დაწყებული ახალი ხელისუფლების დროს დანიშნული 33 საჯარო მოხელის მიმართ”.
მთავარი პროკურორი პროგრესის მაჩვენებლად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ თუკი წინამორბედი პროკურატურა 100 შემთხვევიდან 44 შემთხვევაში ითხოვდა პირის დაპატიმრებას, ახალი პროკურატურა ამას 35 შემთხვევაში ითხოვს. ამასთან, არჩილ კბილაშვილი თვლის, რომ სასამართლო პროკურატურის დიქტატისგან გათავისუფლდა:
”ამჟამად, საშუალოდ, პროკურატურის ყოველი 100 მოთხოვნიდან სასამართლოს მიერ მხოლოდ 76 მოთხოვნა კმაყოფილდება უცვლელად; ეს მაშინ, როცა ერთი წლის წინ პროკურატურის 100 მოთხოვნიდან თითქმის 100-ვე უცვლელად კმაყოფილდებოდა. ევროპაში საშუალო სტატისტიკა ამ მხრივ 10-15%-ს თუ შეადგენს”.
წარმატებების ნუსხაში არჩილ კბილაშვილი ასევე მოიხსენიებს სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლას გირაოსა და საპროცესო პოლიტიკის მიმართ. მისი თქმით, ეს ამ პროცედურებისთვის ”ფისკალური ეფექტის” ჩამოშორებასა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას გულისხმობს, რომ ”სამართალი არ არის ბიუჯეტის შევსების საშუალება და რომ სამართალი არ იყიდება”.
”პროკურატურამ ხელი აიღო ბიზნესის მართვაზეც - ჩვენი პროკურორები აღარ არიან ე.წ. პრარაბები, ისინი აღარ აშანტაჟებენ ბიზნესმენებს და აღარ აიძულებენ მათ, რომ ე.წ. ნებაყოფლობითი შემოწირულება განახორციელონ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში”, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა წარმატებების ჩამონათვალში.
სხვა პუნქტებთან ერთად, აქვეა გარკვეული წინსვლა ივლისში პროკურატურის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საგანგებო მიდგომას არაძალადობრივ, ე.წ. ”თეთრი საყელოს დანაშაულებთან” მიმართებით. არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესი:
”ამჟამად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად, მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რათა მომავალი წლიდან ახალი მექანიზმი ამოქმედდეს, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თანამდებობრივ და ეკონომიკურ დანაშაულებში ბრალდებული პირები ნაკლებად მოხვდნენ გისოსებს მიღმა, წინასწარი პატიმრობის ფარგლებში”.
”პროკურატურა იყო რეპრესიული მანქანა ხელისუფლების ხელში, ჩვენ ეს მანქანა არ შეგვიცვლია, ჩვენ ძველ მანქანაში ჩავსხედით”, - ამბობს არჩილ კბილაშვილი, რომლის აზრითაც, ამ ერთი წლის განმავლობაში პროგრესის მიღწევა მხოლოდ ახალი ხელისუფლების ”ჰუმანური და ლიბერალური” ნების ხარჯზე მოხერხდა.
რაც შეეხება პროკურატურის მომავალ საქმიანობას, მასში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შიდა სტრუქტურული გარდაქმნის, ფუნქციათა ოპტიმალური დანაწილებისა და ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმის დანერგვის ამოცანებს, რაც, სხვა პრინციპებთან ერთად, იგულისხმება ევროკავშირის დახმარებით შემუშავებული ეტაპობრივი სტრუქტურული მოდელის ფარგლებში. უმთავრესი მიზანი კი ის არის, რომ პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს.
დაგეგმილ რეფორმებს მხარს უჭერს შეერთებული შტატებიც და ეს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც აღნიშნა 18 ოქტომბრის შეხვედრაზე. განსაკუთრებული აქცენტი მის გამოსვლაშიც სტრუქტურის დეპოლიტიზებაზე კეთდება:
”სამთავრობო 2 ინსტიტუტს, რომლებიც გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენებისა და პოლიტიკისგან, ზოგადად, წარმოადგენს პროკურატურა და სასამართლო. მართლმსაჯულება ბრმა და ყრუ უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენების მიმართ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ძლიერ და ეთიკური ნორმების დამცველ პროკურატურას, რომელიც პატივს სცემს სამართლებრივ პროცედურებს და იცავს კანონის უზენაესობის მოთხოვნებს ყველა საქმესთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს ყოფილი მთავრობის თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებასა და მათ სამართლებრივ დევნას. მნიშვნელოვანია უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმეები განიხილება არა საზოგადოებრივი აზრის, არამედ კანონონის შესაბამისად”.
სტრუქტურის დეპოლიტიზებაზე ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრმაც. მისი თქმით, პროკურატურა არ უნდა იყოს არავის სამსახურში - არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში; პროკურატურა უნდა იყოს პრინციპულად დამოუკიდებელი და მან საზოგადოებაში უნდა შეიქმნას სანდოობის იმიჯი. ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების მიერ მიღწეულის შენარჩუნების ჭრილში აღნიშნა, ეს კორუფციის აღმოფხვრის თემაა:
”მოგეცით საშუალება, - მხედველობაში მაქვს ხელფასების ზრდა თუ სხვა სოციალური დახმარებები, რაც განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება, - რომ შენარჩუნდეს ის, რაც არის. სიმახინჯეები, რაც ახლდა წინა ხელისუფლებას, პროკურატურამ მაინც მოახერხა, რომ არავის არა აქვს განცდა იმისა, რომ პროკურატურის ორგანოებში იყო კორუფცია. ამის შენარჩუნება უნდა მოვახერხოთ და მოვახერხებთ კიდევაც, ამაში დარწმუნებული ვარ - ახალი ხელმძღვანელობა ამას შეძლებს”.
პრემიერ-მინისტრს არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ კორუფცია მარტო ფულის უკანონოდ აღებას არ ნიშნავს და რომ ის საჯარო ძალაუფლების ამა თუ იმ სახის პირადი სარგებლისთვის გამოყენებასაც გულისხმობს. ამ განმარტებამ ბიძინა ივანიშვილს აზრი შეაცვლევინა. ”მაშინ მეც მანდა ვარ!” - რამდენჯერმე გაუმეორა მან პარლამენტის თავმჯდომარეს.
წარმატებული ნაბიჯები, რაც 1 წლის განმავლობაში გადაიდგა, მთავარმა პროკურორმა 11 პუნქტად ჩამოაყალიბა და საუბარი საკადრო ცვლილებებით დაიწყო. არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ 33%-ით განახლდა პროკურატურის პერსონალი და შეიცვალა ყველა ის პირი, რომელიც ”სისხლის ”სამართლის პოლიტიკის გენერირებაში მონაწილეობდა”. მისი ინფორმაციით, 333 პროკურორიდან და 43 გამომძიებლიდან გათავისუფლდა 50 პროკურორი და 6 გამომძიებელი და მათ ნაცვლად დაინიშნა 148 პროკურორი და 48 გამომძიებელი. მათი 70% ყოფილი ადვოკატია.
ასევე ციფრებშია მოცემული ცვლილებები სამართლებრივი დევნის პროცესებთან დაკავშირებითაც:
”2012 წლის 1 ნოემბრიდან სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა წინა ხელისუფლების 7 პოლიტიკური თანამდებობის პირის, ანუ წინა მთავრობის 7 მინისტრის, ქალაქ თბილისის მერისა და 300 სხვა საჯარო მოხელის მიმართ. ასევე დევნა იქნა დაწყებული ახალი ხელისუფლების დროს დანიშნული 33 საჯარო მოხელის მიმართ”.
მთავარი პროკურორი პროგრესის მაჩვენებლად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ თუკი წინამორბედი პროკურატურა 100 შემთხვევიდან 44 შემთხვევაში ითხოვდა პირის დაპატიმრებას, ახალი პროკურატურა ამას 35 შემთხვევაში ითხოვს. ამასთან, არჩილ კბილაშვილი თვლის, რომ სასამართლო პროკურატურის დიქტატისგან გათავისუფლდა:
”ამჟამად, საშუალოდ, პროკურატურის ყოველი 100 მოთხოვნიდან სასამართლოს მიერ მხოლოდ 76 მოთხოვნა კმაყოფილდება უცვლელად; ეს მაშინ, როცა ერთი წლის წინ პროკურატურის 100 მოთხოვნიდან თითქმის 100-ვე უცვლელად კმაყოფილდებოდა. ევროპაში საშუალო სტატისტიკა ამ მხრივ 10-15%-ს თუ შეადგენს”.
პროკურატურამ ხელი აიღო ბიზნესის მართვაზეც - ჩვენი პროკურორები აღარ არიან ე.წ. პრარაბები, ისინი აღარ აშანტაჟებენ ბიზნესმენებს და აღარ აიძულებენ მათ, რომ ე.წ. ნებაყოფლობითი შემოწირულება განახორციელონ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში...არჩილ კბილაშვილი
”პროკურატურამ ხელი აიღო ბიზნესის მართვაზეც - ჩვენი პროკურორები აღარ არიან ე.წ. პრარაბები, ისინი აღარ აშანტაჟებენ ბიზნესმენებს და აღარ აიძულებენ მათ, რომ ე.წ. ნებაყოფლობითი შემოწირულება განახორციელონ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში”, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა წარმატებების ჩამონათვალში.
სხვა პუნქტებთან ერთად, აქვეა გარკვეული წინსვლა ივლისში პროკურატურის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საგანგებო მიდგომას არაძალადობრივ, ე.წ. ”თეთრი საყელოს დანაშაულებთან” მიმართებით. არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესი:
”ამჟამად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად, მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რათა მომავალი წლიდან ახალი მექანიზმი ამოქმედდეს, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თანამდებობრივ და ეკონომიკურ დანაშაულებში ბრალდებული პირები ნაკლებად მოხვდნენ გისოსებს მიღმა, წინასწარი პატიმრობის ფარგლებში”.
სამთავრობო 2 ინსტიტუტს, რომლებიც გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენებისა და პოლიტიკისგან, ზოგადად, წარმოადგენს პროკურატურა და სასამართლო. მართლმსაჯულება ბრმა და ყრუ უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენების მიმართ...რიჩარდ ნორლანდი
რაც შეეხება პროკურატურის მომავალ საქმიანობას, მასში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შიდა სტრუქტურული გარდაქმნის, ფუნქციათა ოპტიმალური დანაწილებისა და ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმის დანერგვის ამოცანებს, რაც, სხვა პრინციპებთან ერთად, იგულისხმება ევროკავშირის დახმარებით შემუშავებული ეტაპობრივი სტრუქტურული მოდელის ფარგლებში. უმთავრესი მიზანი კი ის არის, რომ პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს.
დაგეგმილ რეფორმებს მხარს უჭერს შეერთებული შტატებიც და ეს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც აღნიშნა 18 ოქტომბრის შეხვედრაზე. განსაკუთრებული აქცენტი მის გამოსვლაშიც სტრუქტურის დეპოლიტიზებაზე კეთდება:
სიმახინჯეები, რაც ახლდა წინა ხელისუფლებას, პროკურატურამ მაინც მოახერხა, რომ არავის არა აქვს განცდა იმისა, რომ პროკურატურის ორგანოებში იყო კორუფცია...ბიძინა ივანიშვილი