საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის გამო ბრალი წაუყენა თავდაცვის გენერალური შტაბის თანამშრომლებს. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერები, რომელთა გულგრილობის გამო მასობრივად დაავადდნენ სამხედრო მოსამსახურეები. „2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში“ - იუწყება პროკურატურა. მისი ინფორმაციით, ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1