როგორ დამთავრდა აფხაზეთის ომი მათთვის, ვინც სოხუმში დარჩა და მათთვის, ვინც სოხუმი დატოვა. დევნილობის გამოცდილება, სტიგმა, რომელიც დევნილობას ახლდა წლების განმავლობაში და ომით დანგრეულ აფხაზეთში დარჩენილთა გამოცდილება - ესაა თემები, რომელზეც გადაცემის სტუმრები ლაპარაკობენ. გადაცემაში, ტრადიციულად, მოისმენთ ზეპირ ისტორიებს. ეთნიკურად ქართველი და აფხაზი რესპონდენტები განვლილ დღეებს იგონებენ. გადაცემის სტუმრები: ირაკლი კუცია - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პროექტის მენეჯერი; მარიამ ცხოვრებაშვილი - „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.