ნინო მარგველანი გერმანიაში, პოტსდამში სწავლობს ებრაისტიკას. მას უკვე იქვე აქვს მოპოვებული კულტუროლოგიის და გერმანისტიკის ბაკალავრის წოდება. ერთი სემესტრი იტალიაში, ტურინში დაჰყო. ადრე თბილისში დაიწყო ებრაული ენის და ლიტერატურის შესწავლა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის გამგეს, მარიკა ჩაჩიბაიასაც, მოუსმენთ „უხილავ ფარდაში“, სადაც განვაგრძობთ ჩვენს ციკლს უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების შესახებ. ნინო მარგველანი გიამბობთ, რატომ მიუბრუნდა ებრაისტიკას, როგორ მუშაობენ თორის ტექსტზე პოტსდამში და იმას, თუ როგორ ასწავლა ბებიამ სვანური ენა გარდაბნის რაიონში ჩასახლებული სვანების შვილს.