მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად სახალხო დამცველის ერთ-ერთი კანდიდატის, ნინა ხატისკაცის მეუღლე, კახა (კაპიტონ) ჟორჟოლიანი დაინიშნა. გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 ნოემბერს მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის, გოჩა ხორგუანის განცხადებით, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ყოფილ გამგებელს, ილია ჯაფარიძეს, უნდობლობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა კახა ჟორჟოლიანის კანდიდატურას, რადგან, ის ღირსეული ადამიანია და კარგად იცნობს მოქალაქეთა პრობლემებს.
ცვლილებებია საკრებულოშიც, სადაც, ასევე ხმათა უმრავლესობით, გაუქმებულად იქნა გამოცხადებული საკრებულოს ხუთივე მუდმივმოქმედი კომისია და, შესაბამისად, კომისიის ყველა თავმჯდომარეს ასევე უნდობლობა გამოეცხადა. გოჩა ხორგუანის თქმით, საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადა კომისიის უკვე ყოფილმა ექვსმა თანამშრომელმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად „დროდარო ტოვებდნენ სხდომათა დარბაზს“.
„ნორმალური სამუშაო პირობები არ იყო. კომისია არ მუშაობდა და ახლა, როცა მოსახლეობამ ამ არჩევნების შემდეგ დაგვავალა რეალურად ჩავმდგარიყავით ხალხის სამსახურში, საკრებულოს უმრავლესობამ გადავწყვიტეთ და ერთობლივად უნდობლობა გამოვუცხადეთ კომისიის თავმჯდომარეებს. მათ მუშაობაში იყო ხარვეზები, რაც ყველაფერი დღეს განვიხილეთ“, - განაცხადა გოჩა ხორგუანმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, თუ რა ხარვეზები გახდა კომისიებისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი. გოჩა ხორგუანის განცხადებით, ის ადრე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო და მუდმივად აპროტესტებდა კომისიის მუშაობის დაბალ ხარისხს. მისი თქმით, კომისიის მუშაობაში „უხეშად ხდებოდა ჩარევა ცენტრიდანაც“. გოჩა ხორგუანის განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები ადრე „ტერორში“ იმყოფებოდნენ და ახლა თავისუფლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
„25 წევრიდან მხოლოდ ოთხი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავის დროზე მეც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოვადგენდი. ეს ის ნაციონალური გუნდია, რომელსაც ადრე არ ჰქონდა საშუალება თავისუფლად გამოეხატა აზრი. როგორც იქნა, არჩევნების შემდეგ დასრულდა ტერორი და უმრავლეოსობამ გამოხატა თავისი აზრი“, - განაცხადა გოჩა ხორგუანმა.
რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს კახა ჟორჟოლიანს, ის მიმდინარე წლის 23 სექტემბერს მესტიაში სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. იმავე დღეს მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, დავით კეკენაძის თავჯდომარეობით, ორმოცდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ჟორჟოლიანი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ სხვა პირთა მსგავსად, ვადაზე ადრე, 5 ოქტომბერს, გაათავისუფლეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მეუღლე ნინა ხატისკაცი საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად 7 ნოემბერს დაასახელა, რასაც საზოგადოების არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განმარტებით, ნინა ხატისკაცის ომბუდსმენად დანიშვნა და მისი მეუღლის, კახა ჟორჟოლიანის, "ქართული ოცნების" წევრობა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა.
ნინა ხატისკაცმა "ინტერესთა კონფლიქტთან" დაკავშირებით განმარტება „ნეტგაზეთთან“ გააკეთა. ხატისკაცი ამბობს, რომ მისი მეუღლის ნებისმიერ პოსტზე დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტს არ შექმნის.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით. ამავე კანონის მეორე პუნქტის თანახმად, გამგებლის კანდიდატურა კონკურსის წესით ირჩევა. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.