20 ოქტომბერს უკრაინაში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი. უკრაინაში გამგზავრებამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს. სხვა საკითხებთან ერთად ზემანმა იულია ტიმოშენკოს განთავისუფლებაზე, რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობასა და ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტზეც გაამახვილა ყურადღება.
საპატიმროში მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრის განთავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომლის შესრულებასაც ევროკავშირი ითხოვს კიევისგან ბლოკთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის სანაცვლოდ. თუმცა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის წინ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დიპლომატიურად აუარა გვერდი იულია ტიმოშენკოზე საუბარს და განაცხადა, რომ „არ აპირებს უკრაინის პირად საქმეებში ჩარევას“:
„არ მსურს უკრაინის შინაურ საქმეებში ჩარევა. არ მსურს განსჯა, დამნაშავეა იულია ტიმოშენკო თუ არა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს აქვს უზენაესი უფლება, ასეთი ეგრეთ წოდებული ჰუმანური ჟესტის უფლება და მხოლოდ და მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს გამოიყენოს თუ არა ასეთი ჰუმანური ჟესტი“.
ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტი აპირებს განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც როგორც ორმხრივ უკრაინა-ჩეხეთის, ისე უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება. ჩეხეთი ახლა ბევრად უფრო ევროოპტიმისტი და ევროკავშირის ბევრად უფრო გავლენიანი წევრია, ვიდრე მაშინ, როდესაც ევროსკეპტიციზმი იყოო, - აღნიშნა ჩვენს რადიოსთანაც ინტერვიუში მილოშ ზემანმა, როდესაც ვილნიუსის მოახლოებულ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის პერსპექტივაზე საუბრობდა.
„ვილნიუსის სამიტი განამტკიცებს ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროცესს. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებისათვის იგი იმედსა და შესაძლებლობას ქმნის. გაურკვევლობით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული შეშფოთების მიუხედავად, სწორედ ამ კონტექსტში მსურს გამოკვეთილად ვისაუბრო იმედსა და შესაძლებლობაზე“.
შეკითხვაზე, ხომ არ არის „ეს შეშფოთება“ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელი დაშინების პოლიტიკით გამოწვეული, - ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს არ უნდა სჭირდებოდეს თავისი მეზობლების ევროკავშირთან დაახლოების პროცესისათვის ხელის შეშლა:
„რამდენიმე წლის წინ მე გავაკეთე გარკვეულწილად პროვოკაციული პროგნოზი, როდესაც ვთქვი, დღეიდან 20 წლის შემდეგ რუსეთი თავად გახდება ევროკავშირის წევრი-მეთქი. ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ეს დღესაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუკი შევადარებთ რამდენიმე წლის წინ არსებულ ვითარებას დღევანდელთან, როდესაც ასეთ შესაძლებლობაზე არაოფიციალურად თავად რუსეთშიც საუბრობენ, მაშინ ვერ ვხვდები, რატომ უნდა სჭირდებოდეს რუსეთს ხელი შეუშალოს უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას“.
რუსეთისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს და ევროკავშირისთვისაც, როდესაც ერთ-მშვენიერ დღეს აღმოცენდება მსოფლიო მასშტაბის გაერთიანება, რომელიც პოლიტიკური გავლენით აშშ-საც ჩამოიტოვებს და ჩინეთსაცო, - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. თუმცა მილოშ ზემანი იმასაც დასძენს, ასეთი „პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ იქცეს რეალობადო“.
საპატიმროში მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრის განთავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომლის შესრულებასაც ევროკავშირი ითხოვს კიევისგან ბლოკთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის სანაცვლოდ. თუმცა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის წინ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დიპლომატიურად აუარა გვერდი იულია ტიმოშენკოზე საუბარს და განაცხადა, რომ „არ აპირებს უკრაინის პირად საქმეებში ჩარევას“:
„არ მსურს უკრაინის შინაურ საქმეებში ჩარევა. არ მსურს განსჯა, დამნაშავეა იულია ტიმოშენკო თუ არა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს აქვს უზენაესი უფლება, ასეთი ეგრეთ წოდებული ჰუმანური ჟესტის უფლება და მხოლოდ და მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს გამოიყენოს თუ არა ასეთი ჰუმანური ჟესტი“.
ვილნიუსის სამიტი განამტკიცებს ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროცესს. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებისათვის იგი იმედსა და შესაძლებლობას ქმნის...
„ვილნიუსის სამიტი განამტკიცებს ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროცესს. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებისათვის იგი იმედსა და შესაძლებლობას ქმნის. გაურკვევლობით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული შეშფოთების მიუხედავად, სწორედ ამ კონტექსტში მსურს გამოკვეთილად ვისაუბრო იმედსა და შესაძლებლობაზე“.
რამდენიმე წლის წინ მე გავაკეთე გარკვეულწილად პროვოკაციული პროგნოზი, როდესაც ვთქვი, დღეიდან 20 წლის შემდეგ რუსეთი თავად გახდება ევროკავშირის წევრი-მეთქი...