ბრიუსელში ორშაბათს ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მონაწილეთა შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მასზე ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი მიიწვიეს. ამ პოლიტიკოსის გვარი ბრიუსელის შავ სიაში იყო შეტანილი. მაკეი შეხვდა ევროკომისარს გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულესაც.
სამი წლის წინანდელი სადავო არჩევნებისა და მისი შემდგომი გამოსვლების ჩახშობისთვის ბელორუსიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. არაერთი მათგანის გვარი შევიდა ევროკავშირის შავ სიაში და შეეზღუდა კავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა. მაკეის ბრიუსელში სტუმრობა ბელორუსიის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი მოგზაურობა იყო ევროკავშირში სანქციების შემოღების შემდეგ. ბელორუსია არათავისუფალი, არადემოკრატიული ქვეყანაა, სადაც მასმედია შეზღუდულია, სადაც ოპოზიციის მიმართ ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, იდევნებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ბელორუსია არ არის ევროპის საბჭოს წევრი, სწორედ ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან ცუდი მონაცემების გამო. აი, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია ევროპის კავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის ყველა ასპექტით. იმ დროს, როცა მაკეის ევროკავშირი მიესალმებოდა, გარეთ ბელორუსიის ოპოზიციონერები საპროტესტო გამოსვლას აწყობდნენ და რიტორიკულ შეკითხვას სვამდნენ, მაკეი ბრიუსელშია, ახლა ბიალიატსკის როდის ვიხილავთ აქო. ბიალიატსკი უფლებადამცავია, რომელიც ბელორუსიის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ევროკავშირის გაფართოების კომისარს შტეფან ფიულეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში კომენტარი სთხოვა იმაზე, თუ ვის შეუძლია წარმოადგინოს ბელორუსია ვილნიუსის სამიტზე:
„ ეს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი საკითხია. ეს მათი საქმეა, ვინც ის მოიწვია - ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარისა და ლიტვის პრეზიდენტის. წევრმა ქვეყნებმა ცხადად გამოხატეს პოზიცია, რომ მათ საქმე გაურთულდებოდათ ყველა პოლიტიკოსის გამო, რომელიც ეგრეთ წოდებულ შავ სიაში მოხვდა“.
ფიულე ამბობს, რომ მაკეისთან მისი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ის ბელორუსიის მთავრობასთან მყარ კომუნიკაციას გულისხმობს. ფიულეს აზრით, ეს კომუნიკაცია ევროკავშირის პირობების შეხსენებასაც შეუწყობს ხელს ბელორუსიისთვის. ვლადიმირ მაკეიმ ასე მიმართა ჟურნალისტებს მას მერე, რაც ის, ევროკავშირისა და აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდა:
„ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტზე, ვისაუბრეთ დეკლარაციაზე, რომელსაც ეს სამიტი მიიღებს. დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება წარვადგინეთ. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ყველა პარტნიორი ქვეყნის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი, არადისკრიმინაციული. ჩვენ აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მიმართ ჩვენი ინტერესი გამოვხატეთ“.
ვილნიუსის სამიტი, რომელზეც მაკეი ლაპარაკობს,ნოემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში, ამავე შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მაკეიც ესწრებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრის დარბაზში მყოფთ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ საქართველოს, მოლდავეთსა და სომხეთთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება, ხოლო უკრაინაზე, ფანჯიკიძის თანახმად, გამოითქვა იმედი, რომ კიევი მოახერხებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. უკრაინაში ახლანდელი მთავრობის მიმართ პრეტენზიები აქვთ უფლებადამცავებს, თუმცა ეს ქვეყანა უფრო დამაჯერებლად მიიწევს წინ ევროკავშირისკენ, ვიდრე სხვები. ევროპის სახალხო პარტიიდან, რომელიც მთავარ ცენტრისტულ-მემარჯვენე ძალას წარმოადგენს ევროკავშირში, გაისმა ხმამაღალი მოწოდება, რომ უკრაინასთან არ უნდა მოხდეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ვილნიუსში, რადგან კიევი არ ასრულებს პირობებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის კომისარს შტეფან ფიულეს სთხოვა კომენტარი:
„ლაპარაკია საგრძნობ წინსვლასა და გადმწყვეტ მცდელობებზე, რაც უკრაინელებმა უნდა დაგვანახვონ სხვადასხვა სფეროში, რომლებიც 2012 წლის დეკემბერში განსაზღვრეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ჩემი აზრით, პროცესი წინ მიდის, ტენდენცია დადებითია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: იმედია, ოქტომბრის მიწურულს საბოლოო შეფასებას წევრი ქვეყნები გააკეთებენ. და სწორედ ეს იყო უკრაინის წარმომადგენლების მიმართ დღევანდელი მოწოდება: არ გაუშვან ხელიდან შანსი და ოქტომბრამდე მოაგვარონ დარჩენილი საკითხები“.
ეს იმედი გამოითქვა ბრიუსელის შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლაპარაკობდა. აქვე უნდა ითქვას სომხეთზე, რუსეთის მოკავშირე ქვეყანაზე, რომელსაც, ერთი მხრივ, რუსეთთან საბაჟო კავშირში გაერთიანებას სთავაზობენ, მეორე მხრივ კი, ევროპის კავშირისკენ მიილტვის და, როგორც ითქვა, საქართველოს მსგავსად, ასოცირების შეთანხმების პარაფირებასაც მიაღწევს. ფიულე, რომელიც ახლახან სტუმრობდა სომხეთს, განმარტავს:
„ვერავინ დაგვაბრალებს, თითქოს ჩვენი პარტნიორებისგან მოვითხოვდეთ, აირჩიონ დასავლური თუ აღმოსავლური ორიენტაცია. პირიქით, აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე მე განვაცხადე, რომ აღმოსავლეთთან პარტნიორობის გზით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების პოზიცია რეგიონში. უნდა გავაძლიეროთ შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ მათ დიდ თუ პატარა მეზობლებთან ტრადიციული ურთიერთობების შენარჩუნებას“.
ტრადიციული ურთიერთობის შენარჩუნებას სომხეთი ახერხებს, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და რუსეთთან საბაჟო კავშირი, ერთდროულად, ალბათ, შეუძლებელი უნდა იყოს. აღმოსავლეთთან პრტნიორობის პროგრამა, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობით, ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ურთიერთდაახლოების მცდელობას წარმოადგენს.
სამი წლის წინანდელი სადავო არჩევნებისა და მისი შემდგომი გამოსვლების ჩახშობისთვის ბელორუსიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. არაერთი მათგანის გვარი შევიდა ევროკავშირის შავ სიაში და შეეზღუდა კავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა. მაკეის ბრიუსელში სტუმრობა ბელორუსიის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი მოგზაურობა იყო ევროკავშირში სანქციების შემოღების შემდეგ. ბელორუსია არათავისუფალი, არადემოკრატიული ქვეყანაა, სადაც მასმედია შეზღუდულია, სადაც ოპოზიციის მიმართ ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, იდევნებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ბელორუსია არ არის ევროპის საბჭოს წევრი, სწორედ ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან ცუდი მონაცემების გამო. აი, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია ევროპის კავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის ყველა ასპექტით. იმ დროს, როცა მაკეის ევროკავშირი მიესალმებოდა, გარეთ ბელორუსიის ოპოზიციონერები საპროტესტო გამოსვლას აწყობდნენ და რიტორიკულ შეკითხვას სვამდნენ, მაკეი ბრიუსელშია, ახლა ბიალიატსკის როდის ვიხილავთ აქო. ბიალიატსკი უფლებადამცავია, რომელიც ბელორუსიის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ევროკავშირის გაფართოების კომისარს შტეფან ფიულეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში კომენტარი სთხოვა იმაზე, თუ ვის შეუძლია წარმოადგინოს ბელორუსია ვილნიუსის სამიტზე:
„ ეს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი საკითხია. ეს მათი საქმეა, ვინც ის მოიწვია - ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარისა და ლიტვის პრეზიდენტის. წევრმა ქვეყნებმა ცხადად გამოხატეს პოზიცია, რომ მათ საქმე გაურთულდებოდათ ყველა პოლიტიკოსის გამო, რომელიც ეგრეთ წოდებულ შავ სიაში მოხვდა“.
ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტზე, ვისაუბრეთ დეკლარაციაზე, რომელსაც ეს სამიტი მიიღებს. დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება წარვადგინეთ. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ყველა პარტნიორი ქვეყნის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი...შტეფან ფულე
„ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტზე, ვისაუბრეთ დეკლარაციაზე, რომელსაც ეს სამიტი მიიღებს. დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება წარვადგინეთ. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ყველა პარტნიორი ქვეყნის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი, არადისკრიმინაციული. ჩვენ აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მიმართ ჩვენი ინტერესი გამოვხატეთ“.
ვილნიუსის სამიტი, რომელზეც მაკეი ლაპარაკობს,ნოემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში, ამავე შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მაკეიც ესწრებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრის დარბაზში მყოფთ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ საქართველოს, მოლდავეთსა და სომხეთთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება, ხოლო უკრაინაზე, ფანჯიკიძის თანახმად, გამოითქვა იმედი, რომ კიევი მოახერხებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. უკრაინაში ახლანდელი მთავრობის მიმართ პრეტენზიები აქვთ უფლებადამცავებს, თუმცა ეს ქვეყანა უფრო დამაჯერებლად მიიწევს წინ ევროკავშირისკენ, ვიდრე სხვები. ევროპის სახალხო პარტიიდან, რომელიც მთავარ ცენტრისტულ-მემარჯვენე ძალას წარმოადგენს ევროკავშირში, გაისმა ხმამაღალი მოწოდება, რომ უკრაინასთან არ უნდა მოხდეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ვილნიუსში, რადგან კიევი არ ასრულებს პირობებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის კომისარს შტეფან ფიულეს სთხოვა კომენტარი:
ვერავინ დაგვაბრალებს, თითქოს ჩვენი პარტნიორებისგან მოვითხოვდეთ, აირჩიონ დასავლური თუ აღმოსავლური ორიენტაცია. პირიქით, აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე მე განვაცხადე...შტეფან ფულე