"უხილავი ფარდის" დღევანდელ გამოშვებაში ფერმწერი ნათია კალანდაძე გიამბობთ, რატომ და როგორ ჩაირიცხა ის ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიქელანჯელო პისტოლეტოს ქანდაკების კლასში. ნათია კალანდაძე თბილისში სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე ჩავიდა ვენაში 90-იან წლებში. გადაცემაში ის წამყვანს და ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ესაუბრება იმაზე, თუ როგორი იყო მიქელანჯელო პისტოლეტო როგორც პედაგოგი, იმაზე, უნდა იყოს თუ არა ხელოვანი სოციალურად აქტიური და განმარტავს, რატომ დაუბრუნდა ის ქანდაკების კლასის მერე ფერწერას. საუბარი იწყება იმით, თუ რატომ წავიდა ნათია კალანდაძე სწორედ ვენაში.