17 ივნისს რამდენიმე ათასი მოხალისე გამოვიდა მდინარე ვერეს ხეობაში, 14 ივნისის წყალდიდობის შედეგად დატბორილი ტერიტორიის დასასუფთავებლად. მოხალისეები ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში წმენდდნენ წყლით მოტანილი ხეებისა და ტალახისგან, ამოჰქონდათ ლამში ჩაფლული მანქანები.