Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშიკო, შენი ჭირიმე, რას აკეთებ?


მიშა ფიცხელაური
მიშა ფიცხელაური

მიშა ფიცხელაური 2001 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. პირველი გამოფენები ბამბერგში ჰქონდა, ფრანკონიის კათოლიკური სულით გაჟღენთილ, შებოლილი ლუდის ქალაქში. ხატვა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, ისწავლა. იქვე მუშაობდა სამკურნალო პედაგოგიკის სფეროში. ახლა ბერლინშია, თავისუფალ მხატვრად.

მისი ხელით შეიქმნა გერმანული და ქართული ეპოსების, „პარსიფალისა“ და „ვეფხისტყაოსნის“, შედარებითი დახასიათება მხატვრული ფორმით. მხატვარი "უხილავი ფარდის" ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ლაპარაკობს დასავლელი და აღმოსავლელი გმირის გამოსახვაზე, სახელოსნოებიდან და გალერეებიდან ხელოვნების გამოსვლაზე და იმაზეც, შეუძლია თუ არა მხატვარს, დახატოს სული. მიშა ფიცხელაურს თავის შემოქმედებაში გვარიანი შესვენებაც ჰქონდა. სწორედ ხატვის განახლებაზე საუბრით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ მხატვართან.

უხილავი ფარდა
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG