მიშა ფიცხელაური 2001 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. პირველი გამოფენები ბამბერგში ჰქონდა, ფრანკონიის კათოლიკური სულით გაჟღენთილ, შებოლილი ლუდის ქალაქში. ხატვა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, ისწავლა. იქვე მუშაობდა სამკურნალო პედაგოგიკის სფეროში. ახლა ბერლინშია, თავისუფალ მხატვრად.