გალაკტიონის ხიდიდან ყოფილ ელბაქიძის აღმართს, ანუ ახლანდელ ჯავახიშვილის ქუჩას, თუ აუყვებით, ხელმარცხნივ, შენობათა რიგის ნაცვლად, დაგხვდებათ ერთადერთი სახლი, რომელიც ქუჩის მხრიდან სამ, ხოლო სანაპიროს მხრიდან ხუთ სართულს ითვლის. შენობის ფასადზე დამაგრებულია მცირე ზომის მემორიალური დაფა, რომელიც იუწყება, რომ ამ სახლში 1913-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, თუმცა მე-19 საუკუნეში აშენებული ეს შენობა მხოლოდ ამ გარემოების გამო არ იქცევს ყურადღებას. გარდა იმისა, რომ საინტერესოა მისი ისტორია, ის ერთადერთია ვერის აღმართზე აშენებული რამდენიმე ათეული სახლიდან, რომელიც „თბილისი თაუერის“ განუხორციელებელ პროექტს გადაურჩა. გიამბობთ ჯავახიშვილის 21 ნომერში მდებარე შენობისა და ცნობილი მწერლის უცნაურად გადაჯაჭვული ისტორიის შესახებ.
მიხეილ ჯავახიშვილმა ვერის დაღმართზე ბინა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეარჩია. მწერლის მეუღლის, ლუბა ჯაჭვაძის მოგონებების მიხედვით, რუსეთიდან თბილისში ჩასული წყვილი ჯერ სასტუმროში, შემდეგ კი ეკატერინე გაბაშვილის სახლში, ავეჯით გაწყობილ ორ ოთახში ცხოვრობდა, თუმცა მალევე გადაუწყვეტიათ ცალკე ბინის დაქირავება. ლუბა ჯაჭვაძე წერს:
„ბევრი ძებნის შემდეგ ელბაქიძის დაღმართზე, 21-ე ნომერში, ოთხოთახიანი ბინა ვიშოვეთ. გადავიტანეთ ბარგი, რაც ვლადიკავკავიდან ჩამოტანილი გვქონდა და ახალი ცხოვრება დავიწყეთ“.
სწორედ ამ მისამართზე, ანუ ყოფილი ელბაქიძის 21 ნომერში, მესამე სართულზე მდებარე ოთხ ოთახში ამჟამად განთავსებულია მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, რომლის დირექტორი, მწერლის შვილიშვილი ნუგზარ ერისთავი ამბობს, რომ მიხეილმა ამ ბინაში გადასვლის შემდეგ განაახლა წლების წინ შეწყვეტილი ლიტერატურული საქმიანობა:
„მისი შემოქმედების ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შეიქმნა ამ ბინაში. ეს ადგილი მისთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი იყო, რადგანაც ბედნიერი იყო იმ წლებში, როცა აქ ცხოვრობდა, ვიდრე დაიჭერდნენ და დახვრეტდნენ“.
სახლი, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილის ბინა მდებარეობდა და სადაც შეიქმნა მწერლის შემოქმედების უმთავრესი ნაწილი, 1900 წელს აუშენებია გენერალ ყორღანოვის შეფმზარეულს სიმონ გაბრიჩიძეს. ჯავახიშვილის 21 ნომერში დღესაც ცხოვრობენ სიმონ გაბრიჩიძის შთამომავლები, მათ შორის, შვილიშვილები გურამ და მარინე გაბრიჩიძეები.
„ყორღანოვი დაეხმარა ბაბუაჩემს, რომ აეღო კრედიტი და აეშენებინა ეს სახლი. თავიდან ვერის დაღმართის მხრიდან ორსართულიანი იყო, შემდეგ, 1913 წელს, დააშენა მესამე სართული. მთელი ეს შენობა გაქირავებული ჰქონდა“, უთხრა გურამ გაბრიჩიძემ რადიო თავისუფლებას.
სიმონ გაბრიჩიძის სახლში ფართობს ქირაობდნენ ცნობილი თბილისელი კომერსანტები. მათ შორის იყვნენ ძმები სეილანოვებიც, მაგრამ, როგორც მარინე გაბრიჩიძე ამბობს, ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა:
„როგორც კი კოჯრიდან მოისმა სროლის ხმა, მიხვდა, რომ შემოვიდნენ ბოლშევიკები და დაიღუპა ერთ წუთში. ფაქტიურად, გადაჰყვა ამ ამბავს, რადგანაც იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა ბოლშევიკების გამარჯვებას. ამის შემდეგ ბებიას უთხრეს, სახლის ფასადი უნდა გააკეთო, თორემ ჩამოგართმევთო. ბებიის სურათი მაქვს, რომელზეც სამრიგად ყელზე შემოხვეული აქვს ოქროს მსხვილი ჯაჭვი. სწორედ ეს ოქროული ჩადო „ტორგსინში“ და აღებული ფულით გააკეთა და გაარემონტა ეს სახლი. როგორც კი გააკეთა, მაშინვე ჩამოართვეს“.
თუმცა საქართველოს გასაბჭოებამ მარტო სახლის მფლობელის ბედი როდი შეცვალა. იმას, რაც საქართველოში მაშინ ხდებოდა, კარგად აღწერს მიხეილ ჯავახიშვილის შემდეგი ჩანაწერი, რომელიც უბის წიგნაკში 1924 წლითაა დათარიღებული:
„ვინც კერძო საკუთრებას უარჰყოფს, ის სინამდვილეში უზენაეს კანონს ებრძვის, რომელიც ამბობს: მე ცოცხალი ვარ და მსურს ვიცოცხლო და ვიცხოვრო. კერძო საკუთრებაც ეს „ვიცოცხლოა“ და სხვა არაფერი. სოციალიზმი კი ამ სიცოცხლეს ებრძვის და ჰკლავს“.
ბედის ირონიით, სიმონ გაბრიჩიძის სახლიდან, სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა, მოჩანდა ერთი შენობის აივანი, რომელზეც ხშირად გამოდიოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი ლავრენტი ბერია. აი, რას წერს მიხეილ ჯავახიშვილის უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, მოგონებების წიგნში:
„იმ დროს ბერია ჩვენი სახლის პირდაპირ, ყორღანოვის (ახლანდელი ქიაჩელის) ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი აივანი ჩვენსას გადმოჰყურებდა. ხშირად აივანზე მდგომი მამა ბერიას რომ დაინახავდა, სწრაფად ოთახში შემობრუნდებოდა. მისი დანახვაც კი არ სიამოვნებდა“.
მიხეილ ჯავახიშვილი ბერიას შინსახკომელებმა1937 წლის 14 აგვისტოს ქვიშხეთში დააპატიმრეს, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ბინა კი 13 აგვისტოს გაჩხრიკეს და დალუქეს. დახვრეტილი მწერლის ოჯახს ოთხი ოთახიდან მხოლოდ ერთი დაუტოვეს. დაიკარგა მწერლის პირადი ნივთების დიდი ნაწილი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა თავად მწერლის ნეშტი. შესაბამისად, ამ ფონზე მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, ერთადერთ მემორიალად შემორჩა ეს შენობა, რომელიც დღესდღეობით ისევე მარტო დგას, როგორც, უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, მარტო იდგა თავად მიხეილ ჯავახიშვილი. „ჩემი დევიზია: მარტო ვარ“, - წერდა ის, რაც სულაც არ უკვირს მწერალ გიორგი ლობჟანიძეს:
„როცა გარშემო, პრინციპში, სოცრეალიზმია გამეფებული და ის არის ლამის ერთადერთ ლიტერატურულ ნორმად აღიარებული, მიხეილ ჯავახიშვილი, რამდენადაც დიდი იყო და ატყორცნილი ამ ყოფიერებიდან, იმდენად მარტო იგრძნობდა თავს. აბა, ვინ იყო იმისი გამგები მაშინ, როცა დღეს ლამის ისეთი სიტუაციაა, რომ ვერ გაიგონ ქართველებმა მიხეილ ჯავახიშვილი“.
მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახმა ბინა, სადაც 1997 წლიდან მუზეუმი მდებარეობს, მწერლის რეაბილიტაციის შემდეგ - 1954 წელს - დაიბრუნა. რაც შეეხება მთლიან შენობას, 2007 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რამაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი. საქმე ის არის, რომ 2008 წელს, ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების მიზნით, მთლიანად იქნა განადგურებული ვერის დაღმართის მთელი განაშენიანება, გადარჩა მხოლოდ ჯავახიშვილის 21 ნომერში მდებარე შენობა, რაც, ისტორიკოს ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, დიდი ვერაფერი შეღავათია.
„მთელი ეს დაღმართი და დაღმართს ჩაყოლებული შენობები იყო ერთი მთლიანი, მძივივით ასხმული არქიტექტურული კონტური. შეიძლება საერთოდ ერთი შენობა არ ერიოს ისეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ექნება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთლიანად, მთელი ეს ფონური განაშენიანება იყოს ღირებული ქალაქისთვის. ამ შემთხვევაში სწორედ ამასთან გვქონდა საქმე. ეს იყო ორფასადოვანი სახლები, რომელთა ერთი ფასადი გამოდიოდა ვერის დაღმართზე და მეორე ფასადი (საქანელას ქუჩა, მაშხალას ქუჩა) გადაჰყურებდა მტკვარს, იყო დაკიდული... არაფრით არ შეიძლებოდა ამ ტერიტორიისათვის ხელის ასე უხეშად ხლება“, უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა ხელი მაინც ახლეს და სახლი, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, დატოვეს ნანგრევების ფონზე, უსახურ ღობეებს შორის მოქცეული და, როგორც მარინა გაბრიჭიძე ამბობს, მისასვლელი გზის გარეშე:
„ფანჯარას ვეღარ ვაღებთ, რადგანაც გვეშინია რამე არ შემოძვრეს იმ ნანგრევებიდან... კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ ტროტუარი აღარ არის და წარმოუდგენლად ძნელია ავტომობილის გარეშე სახლამდე მოსვლა“.
ჯავახიშვილის 21-ში მცხოვრებნი დახმარებისათვის თბილისის მერიას მიმართავენ. გურამ გაბრიჩიძის თქმით, შენობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ მასში მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა, არამედ იმათაც, რომ კარგად აღწერს მე-19 საუკუნის საქართველოს სამშენებლო კულტურას.
„ასეთ ციცაბო ფერდობზეა აშენებული, თანაც, რომ დახედოთ ზემოდან, კვადრატული ფორმის კი არ არის. ტრაპეციის ფორმა აქვს. ჩვენი ფლანგი უფრო მოკლეა, ვიდრე სხვა ფლანგი. ერთია ის, რომ რელიეფზეა მორგებული, მაგრამ მეორეა ის, რომ ასე უკეთესია მიწისძვრის საწინააღმდეგოდ! გარდა ამისა, ქვევით რომ ჩახვიდეთ სარდაფებში, ნახავთ, როგორ არის მოწყობილი სანიაღვრე არხები. ამხელა ფერდობიდან წამოსული ნაჟური და გრუნტის წყლები სად წავა? ცხადია, მტკვარში, და აქ რომ არასწორად დაეხვედრებინათ რამე, ეს წყალი დაგუბდებოდა, მაგრამ ყველაფერი იდეალურად იყო გაკეთებული. რომ ჩახვიდეთ და ნახოთ, როგორი თაღებია ამოყვანილი, გაგიკვირდებათ. საოცრებაა!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ გაბრიჩიძემ, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. მისი თქმით, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებამ გაუძლო დროს, სიმონ გაბრიჩიძის სახლმა კი - მიწისძვრებსა და სხვა სტიქიურ უბედურებას. თუმცა მწერლისა და სახლის ბედი კიდევ ერთი რამითაც ჰგავს ერთმანეთს: ორივე მათგანს უგუნური ადამიანები ერჩიან.

ვინც კერძო საკუთრებას უარჰყოფს, ის სინამდვილეში უზენაეს კანონს ებრძვის, რომელიც ამბობს: მე ცოცხალი ვარ ...მიხეილ ჯავახიშვილი