მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი გახდა ცნობილი, კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია განაახლეს. კახეთში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია. აქედან 5-ში მეორე ტური იგეგმება.
ყველა ოლქში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. პირველი ტურში პირველ და მეორე ადგილებზე სწორედ ისინი გავიდნენ.
გურამ კაკალაშვილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია ლაგოდეხი-ყვარლის გაერთიანებულ ოლქში და მან პირველ ტურში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 23, 58 მეასედი პროცენტი მიიღო. ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა ისეთ ფაქტებზეც უთითებს, რომელიც, მისივე თქმით, კანონდარღვევაა.
გურამ კაკალაშვილის კონკურენტი ლაგოდეხი-ყვარლის ოლქში გურამ მაჭარაშვილია. იგი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია. მან პირველ ტურში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 37,08 მეათედი პროცენტი მიიღო. მეორე ტურში გამარჯვებაში ისიც დარწმუნებულია. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ის წინასაარჩევნო კამპანიას მშვიდსა და თანასწორს უწოდებს.
მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგს კახეთში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოახდენს. მათ შორის არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მარეხ მგალობლიშვილი საიას თელავის ოფისს ხელმძღვანელობს. ის არჩევნების პირველი ტურის დროს ამ ორგანიზაციის მიერ დაწერილ საჩივრებზე გვიყვება, რომელიც არც საოლქო კომისიებმა და არც სასამართლოებმა სრულად არ დააკმაყოფილეს.
სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებს. მიდიან თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე? – გამოკითხული რესპონდენტებიდან უარი მხოლოდ ორმა განაცხადა, დანარჩენები კი მონაწილეობას აპირებენ.
კახეთის 6 საარჩევნო ოლქიდან პირველივე ტურში 50%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოქნებიდან“ ირაკლი შოლაშვილმა. შესაბამისად, ეს ოლქი ერთადერთია, სადაც მეორე ტური არ ჩატარდება.