საქართველოში უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უხეშად დაირღვა კანონი. ადვოკატების მტკიცებით, საქართველოში ჩამოყვანიდან 48 საათის განმავლობაში სასამართლოს უნდა ემსჯელა მელნიკოვისათვის წაყენებული ბრალის დადასტურებაზე, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ადვოკატების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალი ჩინის ოფიცერი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სანდრო გირგვლიანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ოლეგ მელნიკოვი უკრაინიდან ექსდრადიციის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეცხრე დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა, ბრალდებულის ადვოკატის გოგა ონიანის თქმით, იმის გამო, რომ ექსტრადირებიდან 48 საათის განმავლობაში პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება:
„ბრალი წაყენებული ჰქონდა. უბრალოდ, უნდა მომხდარიყო დადასტურება 48 საათში. აღნიშნულს ითვალისწინებს საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილი, სადაც ცალსახად წერია, რომ უცხოეთში დაკავებული და საქართველოში ექსტრადირებული პირი უნდა წარდგეს სასამართლოში გამოძიების ადგილის მიხედვით. სწორედ ეს მუხლი იქნა დარღვეული. შესაბამისად, 48 საათის შემდეგ ოლეგ მელნიკოვი არის უკანონო პატიმარი“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მთავარ პროკურატურაში, რომლის წარმომადგენლის ხათუნა პაიჭაძის თქმით, ოლეგ მელნიკოვი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში კანონის სრული დაცვით იმყოფება.
„ადვოკატები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. პროკურატურის მხრიდან კანონის არც ერთი მოთხოვნა არ დარღვეულა და ყველა საჭირო მოქმედება უკვე განხორციელებულია იმის გამო, რომ ეს საქმე უკვე წასული იყო სასამართლოში. გამოძიების სტადია დასრულდა და, შესაბამისად, სასამართლოს გასაკეთებელია ყველაფერი“, უთხრა ხათუნა პაიჭაძემ რადიო თავისუფლებას.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა ან გაუქმება რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით, რომლის მეათე პუნქტში ვკითხულობთ:
„ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში
გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ“.
ინტერპოლის მიერ ძებნილი ოლეგ მელნიკოვი უკრაინელმა სამართალდამცველებმა 2012 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს ბრალი ორი მუხლის მიხედვით წაუყენა. პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის თქმით, საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები) გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შელახვას:
„ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა ერთმა პირმა. მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ზვიად აზარაშვილი და ამ მიზეზით მას მიაყენეს შეურაცხყოფა, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვინც ეგონათ, გაათავისუფლეს მოდულის შენობიდან და ინფორმაციის არგამჟღავნების სანაცვლოდ დაჰპირდნენ სამსახურებრივ დაწინაურებას“.
მთავარი პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული ოლეგ მელნიკოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებთან - დათა ახალაიასა და იოსებ თოფურიძესთან ერთად ჩაიდინა.
2013 წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზეც (სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე და143-ე მუხლები: დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ბარიდან გასულ სანდრო გირგვლიანს ოლეგ მელნიკოვი გაჰყვა დათა ახალაიას მითითებით, რათა მომავალი მსხვერპლის მოძრაობის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა კონსტიტუციური უსაფრთხროების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რომლებმაც მოგვიანებით გაიტაცეს კიდეც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე. რადიო თავისუფლება 2006 წელს აქტიურად აშუქებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს. მაშინ ამ ბრალდების პასუხად სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხულმა ოლეგ მელნიკოვმა განაცხადა, რომ ბარიდან გასულ სანდრო გირგვლიანს არ გაჰყოლია:
„დაახლოებით საათ-ნახევარში ქალბატონმა თაკო მერაბიშვილმა მე მთხოვა მომეტანა სიგარეტი. არსად ჰქონდათ „კენტი“, ნომერი პირველი. გამახსენდა, რომ ჭავჭავაძეზე ჰქონდათ. გავედი ჭავჭავაძეზე. დავატრიალეთ მანქანა „ბიგ-ბენ“-თან. დაახლოებით 40 მეტრში არის წითელი ჯიხური. იქ შევიძინე ერთი კოლოფი „კენტი“ და რუსთაველით დავბრუნდი ისევ ბარში. სულ მე დამჭირდა ამაზე 20-25 წუთი. ლევან ბუხაიძესა და სანდრო გირგვლიანს მე არ ვიცნობდი. ბარში მე არ დამინახავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კონფლიქტი არავისთან მოგვსვლია“.
ოლეგ მელნიკოვის ადვოკატები ახლაც ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა ორივე საქმეში და რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ოლეგ მელნიკოვი უკრაინიდან ექსდრადიციის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეცხრე დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა, ბრალდებულის ადვოკატის გოგა ონიანის თქმით, იმის გამო, რომ ექსტრადირებიდან 48 საათის განმავლობაში პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება:
„ბრალი წაყენებული ჰქონდა. უბრალოდ, უნდა მომხდარიყო დადასტურება 48 საათში. აღნიშნულს ითვალისწინებს საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილი, სადაც ცალსახად წერია, რომ უცხოეთში დაკავებული და საქართველოში ექსტრადირებული პირი უნდა წარდგეს სასამართლოში გამოძიების ადგილის მიხედვით. სწორედ ეს მუხლი იქნა დარღვეული. შესაბამისად, 48 საათის შემდეგ ოლეგ მელნიკოვი არის უკანონო პატიმარი“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მთავარ პროკურატურაში, რომლის წარმომადგენლის ხათუნა პაიჭაძის თქმით, ოლეგ მელნიკოვი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში კანონის სრული დაცვით იმყოფება.
ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა ან გაუქმება რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით, რომლის მეათე პუნქტში ვკითხულობთ:
„ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში
გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ“.
ინტერპოლის მიერ ძებნილი ოლეგ მელნიკოვი უკრაინელმა სამართალდამცველებმა 2012 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს ბრალი ორი მუხლის მიხედვით წაუყენა. პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის თქმით, საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები) გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შელახვას:
დაახლოებით საათ-ნახევარში ქალბატონმა თაკო მერაბიშვილმა მე მთხოვა მომეტანა სიგარეტი. არსად ჰქონდათ „კენტი“, ნომერი პირველი. გამახსენდა, რომ ჭავჭავაძეზე ჰქონდათ. გავედი ჭავჭავაძეზე. დავატრიალეთ მანქანა „ბიგ-ბენ“-თან. დაახლოებით 40 მეტრში არის წითელი ჯიხური. იქ შევიძინე ერთი კოლოფი „კენტი“...ოლეგ მელნიკოვი