თბილისში გაიმართა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია. გამოკვლევა, რომლის მიზანიც იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (საქართველო, მოლდავეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია) მედიისა და ჟურნალისტთა თავისუფლების ინდექსის დადგენა, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. კვლევა ექვსივე ქვეყანაში ხორციელდება საერთო მეთოდოლოგიით „ინტერნიუს უკრაინის“ ინიციატივით და ის 2 წელიწადს გასტანს, შედეგები კი ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოვლინდება. საქართველო, კვლევის პირველი ეტაპის მიხედვით, ლიდერია რეგიონში, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით.
იმის დასადგენად, თუ რამდენად თავისუფლები არიან ჟურნალისტები და მედიასაშუალებები საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიასა და მოლდავეთში, ევროკავშირმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მედიაქვეჯგუფის ფარგლებში, სპეციალური კვლევა განახორციელა. კვლევის მიზანი იყო დადგენა იმისა, თუ რამდენად თავისუფალია მედია პოლიტიკური და სხვა გავლენებისგან, რამდენად თავისუფლად ხორციელდება საქმიანობა, თავისუფალია თუ არა მედია ცენზურისგან, ხომ არ ხდებიან ჟურნალისტები თავდასხმისა და მუქარის მსხვერპლნი, ხომ არ უწესდება მედიას ჯარიმები, რამდენად ხელმისაწვდომია მაუწყებლობის განხორციელება და ასევე რამდენად თავისუფალია ინტერნეტსივრცე. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონის ქვეყნებში. მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, მას მოლდავეთი მოსდევს, სომხეთი კი მესამე ადგილს იკავებს. ყველა პარამეტრით, ბოლო ადგილზეა ბელორუსია, რომელსაც მედიის თავისუფლების მაჩვენებლით აზერბაიჯანი და უკრაინა უსწრებენ.
როგორც ასოციაცია „მწვანე ტალღის“ დირექტორმა მაკა ჯახუამ აღნიშნა, წინა პერიოდში საქართველოს მოლდავეთი უსწრებდა მედიის თავისუფლების ხარისხით, თუმცა კვლევაში მონაწილე ქართველი მედიაექსპერტების, მედიაასოციაციების წარომომადგენლების, მედიამენეჯერების, ასევე ჟურნალისტების შეფასებით, რომლებიც სპეციალური კითხვარის მეშვეობით 0-დან 3 ქულამდე აფასებდნენ თავისუფლების ხარისხს, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მედია მეტად თავისუფალია.
„საქართველი გავიდა პირველ ადგილზე. ადრე ასეთი ინდექსის კვლევებში მოლდავეთი ყოველთვის გვისწრებდა და ჩვენ მეორე ადგილზე ვიყავით. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. უპირველესად, ძველი მფლობელისთვის „იმედის“ გადაცემის ფაქტმა იმოქმედა ძალიან ამ ინდექსზე და კიდევ სამაუწყებლო კანონში ცვლილებებიც მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ასოციაცია „მწვანე ტალღის“ დირექტორი მაკა ჯახუა. სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოში ამ კვლევას.
როგორც კვლევაში მონაწილე მედიაექსპერტი თამარ წილოსანი ამბობს, კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან არის შედარებული ერთი და იმავე ისტორიული გამოცდილებისა და ერთი და იმავე პოლიტიკური საწყისი წერტილის მქონე ქვეყნების მედია. ეს კი ევროკავშირს ეხმარება უკეთესად შეაფასოს მედიატენდენციები:
„მთავარი აქ ის არის, რომ საქართველომ წაიწია წინ და საქართველოსთვის მთავარი არის ასევე ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს დინამიკა. ეს კვლევა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველაფერი არის კარგად და საუკეთესოდ, ამას არანაირად არ ნიშნავს. არის უამრავი პრობლემა გამოვლენილი და ამის შესახებ ექსპერტებს აქვთ ჩამოწერილი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა მიეცეს ხელისუფლებას და საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებებს“.
ხელისუფლების შეცვლისა და მედიაზე ზეწოლის შემცირების პარალელურად, ექსპერტების შეფასებით, საქართველოს კარგი მაჩვენებელი განაპირობა საკანონმდებლო ცვლილებებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ; ასევე იმან, რომ შეიქმნა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, მაგრამ, როგორც მედიაანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე ამბობს, მთავარ პრობლემად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და, აქედან გამომდინარე, მედიის მდგომარეობა რჩება, თუმცა გადამწყვეტი მაინც სხვა ფაქტორთა ერთობლიობა აღმოჩნდა:
„გადამწყვეტი იყო თვისებრივად ძალადობის ნიშნების ნაკლებობა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი არ არის და არ არის საჯაროდ გაჟღერებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ექსპერტს ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდა. უბრალოდ, არ არის ასეთი ინფორმაცია და ეს მისასალმებელია და იმედია, არც იქნება ძალადობის, თავდასხმის ფაქტები, რომელსაც განსაკუთრებით შარშან ჰქონდა ადგილი. თვისებრივად განსხვავებული მდგომარეობაა ახლა“.
თუმცა, მამუკა ანდღულაძის სიტყვებით, რეგიონებში ჯერ კიდევ შეინიშნება ანტაგონიზმი მედიასთან. მთავარი მაინც იქნება ის, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო ლიდერის როლს მომავალშიც. კვლევის პირველი ეტაპი მხოლოდ პირველ ივლისამდე პერიოდს მოიცავდა. ექსპერტთა შეფასებით, მომდევნო კვლევაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე „მე-9 არხის“ გარშემო შექმნილი ვითარება.