Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკი თვლის, რომ მხოლოდ “ალტერნატივა გერმანიისთვის” გადაარჩენს გერმანიას


ილონ მასკი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ფილადელფიის ექსპოცენტრში. ოაკსი, პენსილვანია, 18 ოქტომბერი, 2024.
ილონ მასკი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ფილადელფიის ექსპოცენტრში. ოაკსი, პენსილვანია, 18 ოქტომბერი, 2024.

ამერიკელი მილიარდერი და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მრჩეველი ილონ მასკი თვლის, რომ გერმანიას გადაარჩენს მხოლოდ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD).

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ეს განცხადება X-ის საშუალებით გავრცელდა გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

მასკის განცხადება მიბმულია Youtube-ზე ვიდეოების გერმანელი ავტორის, პროდიუსერ ნაომი ზაიბტის ვიდეოსთან. მასში ზაიბტი გერმანიის კანცლერის პოსტზე მემარჯვენე- ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და ქრისტიან-სოციალური პარტიის ბლოკის კანდიდატზე, ფრიდრიხ მერცზე წერს, რომ ის შიშით უყურებს იმ აზრს, რომ გერმანიამ უნდა მისდიოს ილონ მასკის და ხავიერ მილეის (არგენტინის პრეზიდენტი) მაგალითს.

ზაიბტი პოსტში აკრიტიკებს მერცს იმისთვის, რომ ის უარს ამბობს AfD-სთან დიალოგზე.
პარტიის, “ალტერნატივა გერმანიისთვის” ზოგიერთი ნაწილი გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის უწყებამ მემარჯვენე-ექსტრემისტულად შეაფასა.

AfD-ის კანცლერობის კანდიდატი ალის ვაიდელი მიესალმა მასკის მოსაზრებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG