საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია მედიის თავისუფლების თვალსაზრისით - ასეთია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული მედიის თავისუფლების პროექტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. გამოკვლევა ეფუძნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (საქართველო, მოლდავეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია ) ათ-ათი ექსპერტის გამოკითხვას. რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოში მედიის თავისუფლების ამ მაჩვენებელმა ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიის თავისუფლების ინდექსი ზომავს, თუ რამდენად თავისუფალია მედია და რამდენად თავისუფლები არიან ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას როგორც პოლიტიკური, ისე სხვაგვარი გავლენისაგან, საზომად კი აღებულია მედიის თავისუფლების საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო ლიდერადაა მოხსენიებული მედიის თავისუფლების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ სხვა ქვეყანას შორის. მას მოლდავეთი მოსდევს, სომხეთი კი მესამე ადგილს იკავებს, ყველა პარამეტრით ბოლო ადგილზეა ბელორუსია, რომელსაც მედიის თავისუფლების მაჩვენებლით აზერბაიჯანი და უკრაინა უსწრებენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენებს შორის მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველოს ლიდერის პოზიციაზე ყოფნა არ უკვირს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი შეფასებით, აქ მთავარი ის არის, თუ რომელ ქვეყანასთანაა საქართველო შედარებული, თორემ, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი ასეთივე მაღალი ვერ იქნებოდა:
„ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მედიათავისუფლების ოაზისია, იმიტომ რომ მთავარია, ვის შევადარებთ. მაგალითად, იმავე ბალტიისპირეთს რომ შევადაროთ ან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, მაშინ ვნახავთ, რომ განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ ამ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შესაძლოა ასეთი შედეგები ყოფილიყო, მით უფრო, რომ გასული წლის არჩევნების შემდეგ წნეხი მედიაზე გარკვეულწილად მოიხსნა“.
კორნელი კაკაჩიას სიტყვებით, კვლევის მიზანს არ წარმოადგენდა და ამიტომ არც არის მასში ასახული ქართული მედიის მთავარი პრობლემა - მედიის პოლარიზაცია, როცა მედია ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელია.
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის შეფასებით კი, ძნელია მხოლოდ ამ კვლევის საფუძველზე ქართული მედიის თავისუფლებაზე მსჯლობა, მით უფრო, როცა მსგავსი კვლევა წინა წლებში არ ჩატარებულა და არ ჩანს, რომელ ქვეყანაში როგორი ტენდენცია შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ზვიად ქორიძის სიტყვებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარკვეული პოზიტიური ტენდენცია, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, მაინც საგრძნობია.
ზვიად ქორიძის აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიათავისუფლების ინდექსით საქართველოს კარგი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი სამიტისთვის, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდეს. ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი მატიას ჰუტერი, თუმცა, მისი შეფასებით, ევროკავშირი უფრო მეტ ყურადღებას სხვა ფაქტორებს აქცევს:
„დიახ, მე მგონია, რომ ევროკავშირი თვალყურს ადევნებს სხვადასხვა პოლიტიკურ რეფორმებს და ისინი ასევე თვალყურს ადევნებენ მედიის თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს. მაგრამ უკანასკნელ ნახევარ წელიწადში, ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ საკმაოდ კარგი ტენდენცია მედიის თავისუფლების კუთხით - საქართველო ამ შემთხვევაში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მეზობელი ქვეყნები და დაახლოებით იმ ქვეყნების დონეზე დგას, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა. ასე რომ, მიმაჩნია, რომ მედიის თავისუფლება არ იყო უკმაყოფილების მთავარი მიზეზი. ამ შემთხვევაში ფოკუსი სასამართლო სექტორში არსებულ სიტუაციაზე კეთდება, ასევე ლგბტ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში არსებობს“.
ზოგადად საქართველოში მედიის მდგომარეობის შეფასებისას მატიას ჰუტერი ამბობს, რომ ის საუკეთესო შეფასებისგან ჯერ კიდე შორს არის. მაგალითად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჯერ კიდევ სუსტია. მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მედიაბაზარს უდგას, არის ის, რომ სარეკლამო ბაზარი პატარაა, მედიასაშუალება კი ბევრია და მათგან ყველა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი - ისინი პოლიტიკოსებზე არიან დამოკიდებული ან თავად პოლიტიკოსები არიან მედიამფლობელები, რომლებიც შემდეგ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ ამ ტელევიზიაზე ან ჟურნალისტებს უშვებენ სამსახურიდან, ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი მატიას ჰუტერი, რომელიც ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ამჟამინდელ მდგომარეობას გულიხმობს.

ჩვენ დავინახეთ საკმაოდ კარგი ტენდენცია მედიის თავისუფლების კუთხით - საქართველო ამ შემთხვევაში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მეზობელი ქვეყნები და დაახლოებით იმ ქვეყნების დონეზე დგას, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა...მატიას ჰუტერი