საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მათ რუსეთის მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევის ექსტრადიციის მოთხოვნა არ მიუღიათ. ქართველი სამართალდამცავების მიერ ბათუმში 13 სექტემბერს პოლიციელისა და ერთი მოქალაქის დაჭრის გამო დაკავებულ იუსუფ ლაკაევს სოხუმში რუსი დიპლომატის დმიტრი ვიშერნიოვისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურები. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განუცხადა „იტარ-ტასს“ 19 სექტემბერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ლაკაევის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიმართვას ამზადებს.
დაჭრილი იუსუფ ლაკაევი საპატიმროს სამედიცინო ნაწილში იმყოფება, ამბობს მისი ადვოკატი მამუკა ზოიძე. ის იუსუფ ლაკაევის საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გზებს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს:
„მე ინფორმაცია მაქვს. რა თქმა უნდა, ვხვდები მას, მაგრამ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვაწვდი ვერც ერთ მედიასაშუალებას. ეს მისი პრინციპული პოზიციაა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მივაწოდო არავის“.
რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი პოლიციამ ბათუმში 13 სექტემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საბუთების შემოწმებისას სროლა დაიწყო და შემთხვევით გამვლელი მოქალაქე და პოლიციის თანამშრომელი დაჭრა.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იუსუფ ლაკაევს სოხუმში 9 სექტემბერს მოკლული რუსი დიპლომატის დმიტრი ვიშერნიოვისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურები. 19 სექტემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ სოხუმში, იმ ეზოში მდებარე სახლის ერთ-ერთ ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, აღმოჩნდა საგნები, რომელთა მეშვეობითაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა იყო შესაძლებელი. ამან გამოძიებას შესაძლებლობა მისცა იფიქროს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ზუსტად ამ ბინაში ცხოვრობდა სავარაუდო დამნაშავე, რომელიც დიპლომატის გადაადგილებას უთვალთვალებდა. მოგვიანებით კი უკვე დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, ვლადიმირ მარკინის განმარტებით, შემდეგი დადგინდა:
„გამოძიებამ მიიღო მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზის შედეგები ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აღმოჩენილი კვალის მიხედვით და ახლა უკვე დაბეჯითებით დადგენილია, რომ დანაშაულში ეჭმიტანილია ქალაქ გროზნოში მცხოვრები იუსუფ ლაკაევი“.
აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურისა და შსს-ს თანამშრომლებმა, თვითმხილველთა გამოკითხვის საფუძველზე, შეადგინეს რუსი დიპლომატის მკვლელის ფოტორობოტი. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ სოხუმის პროკურორმა ალისა ბიგვავამ განუცხადა, მკვლელს სლავური გარეგნობა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის სიტყვებს საკმაოდ დამაჯერებლად მიიჩნევს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ლაკაევს, რომელსაც ხაზგასმულად რელიგიური ადამიანის იერი აქვს, თვითმხილველები სლავური გარეგნობის პიროვნებად ვერ მიიჩნევდნენ:
„მარკინი და მისი საგამოძიებო სტრუქტურა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, - ყოველ შემთხვევაში, არგუმენტები მოჰყავს სოლიდური, - მაგრამ არის იქ პატარა ნიუანსი, რომელიც არ ემთხვევა. კერძოდ, თვითმხილველები ლაპარაკობენ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც არ ჰქონდა წვერი და ლაკაევს აქვს უზარმაზარი წვერი. აქედან გამომდინარე, გარკვეული კითხვები ჩნდება“.
მამუკა არეშიძე მაინც არ გამორიცხავს სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობასთან ლაკაევის შესაძლო კავშირს, თუმცა ამბობს, ლაკაევს სოხუმში შეუმჩნევლად დარჩენა გაუჭირდებოდა, ვინაიდან სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთში ჩეჩნების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებააო. გავიხსენოთ, რომ ლაკაევი რუსეთის სამართალდამცავების მიერ სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველ პირთა სიაშიც არის შეყვანილი და ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
რაც შეეხება იუსუფ ლაკაევის რუსეთში შესაძლო ექსტრადიციის საკითხს, როგორც ცნობილია, რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურები ამზადებენ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებისადმი მიმართვის წერილს, ლაკაევის ექსტრადიციის მოთხოვნით. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ ჯერჯერობით მსგავსი შინაარსის მოთხოვნა არ მიუღიათ, იმაზე საუბარი კი, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ჩილინგარაშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ის მხოლოდ კანონის ნორმებს განმარტავს:
„საერთაშორისო ხელშეკრულებებით, იმ შემთხვევაში, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი დაკავებულია გამცვლელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პასუხისგებაშია მიცემული, მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები ან მისჯილი აქვს კონკრეტული სახის სასჯელი და იხდის ამ სასჯელს, ხდება ექსტრადიციის გადავადება მანამ, სანამ პირი არ გათავისუფლდება სასჯელის მოხდისა ან პასუხისგებისაგან“.
ამის შემდეგ კი პირის ექსტრადიციის საკითხს სასამართლო განიხილავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ იუსტიციის მინისტრი იღებს.
იუსუფ ლაკაევის ექსტრადიციის საკითხი შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლის მქონე აღმოჩნდესო, ამბობს, „ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ბადრი ნაჭყებია:
„ლაკაევი იძებნება რუსეთის ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ საქართველო საკმაოდ სერიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და, ალბათ, იძულებული იქნება ექსტრადიცია მოახდინოს და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთისთვის ეს იქნება გარკვეული ტესტი საქართველოსთან ურთიერთობის გასაგრძელებლად“.
ბადრი ნაჭყებია ერთადერთ ფაქტს იხსენებს საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩეჩნეთის მკვიდრთა ექსტრადიცია მოხდა რუსეთში - ეს იყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში და მაშინ ამას ჩეჩნური ორგანიზაციებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ლაკაევი სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან რაიმე კავშირშია, მას ბათუმში განგებ ჩაედინოს დანაშაული იმ იმედით, რომ რუსეთში ექსტრადიციის საფრხე არ დამუქრებოდა.

მარკინი და მისი საგამოძიებო სტრუქტურა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, - ყოველ შემთხვევაში, არგუმენტები მოჰყავს სოლიდური, - მაგრამ არის იქ პატარა ნიუანსი, რომელიც არ ემთხვევა. კერძოდ, თვითმხილველები ლაპარაკობენ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც არ ჰქონდა წვერი და ლაკაევს აქვს უზარმაზარი წვერი. აქედან გამომდინარე, გარკვეული კითხვები ჩნდება...მამუკა არეშიძე
რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი პოლიციამ ბათუმში 13 სექტემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საბუთების შემოწმებისას სროლა დაიწყო და შემთხვევით გამვლელი მოქალაქე და პოლიციის თანამშრომელი დაჭრა.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იუსუფ ლაკაევს სოხუმში 9 სექტემბერს მოკლული რუსი დიპლომატის დმიტრი ვიშერნიოვისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურები. 19 სექტემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ სოხუმში, იმ ეზოში მდებარე სახლის ერთ-ერთ ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, აღმოჩნდა საგნები, რომელთა მეშვეობითაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა იყო შესაძლებელი. ამან გამოძიებას შესაძლებლობა მისცა იფიქროს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ზუსტად ამ ბინაში ცხოვრობდა სავარაუდო დამნაშავე, რომელიც დიპლომატის გადაადგილებას უთვალთვალებდა. მოგვიანებით კი უკვე დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, ვლადიმირ მარკინის განმარტებით, შემდეგი დადგინდა:
„გამოძიებამ მიიღო მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზის შედეგები ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აღმოჩენილი კვალის მიხედვით და ახლა უკვე დაბეჯითებით დადგენილია, რომ დანაშაულში ეჭმიტანილია ქალაქ გროზნოში მცხოვრები იუსუფ ლაკაევი“.
აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურისა და შსს-ს თანამშრომლებმა, თვითმხილველთა გამოკითხვის საფუძველზე, შეადგინეს რუსი დიპლომატის მკვლელის ფოტორობოტი. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ სოხუმის პროკურორმა ალისა ბიგვავამ განუცხადა, მკვლელს სლავური გარეგნობა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის სიტყვებს საკმაოდ დამაჯერებლად მიიჩნევს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ლაკაევს, რომელსაც ხაზგასმულად რელიგიური ადამიანის იერი აქვს, თვითმხილველები სლავური გარეგნობის პიროვნებად ვერ მიიჩნევდნენ:
„მარკინი და მისი საგამოძიებო სტრუქტურა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, - ყოველ შემთხვევაში, არგუმენტები მოჰყავს სოლიდური, - მაგრამ არის იქ პატარა ნიუანსი, რომელიც არ ემთხვევა. კერძოდ, თვითმხილველები ლაპარაკობენ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც არ ჰქონდა წვერი და ლაკაევს აქვს უზარმაზარი წვერი. აქედან გამომდინარე, გარკვეული კითხვები ჩნდება“.
მამუკა არეშიძე მაინც არ გამორიცხავს სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობასთან ლაკაევის შესაძლო კავშირს, თუმცა ამბობს, ლაკაევს სოხუმში შეუმჩნევლად დარჩენა გაუჭირდებოდა, ვინაიდან სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთში ჩეჩნების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებააო. გავიხსენოთ, რომ ლაკაევი რუსეთის სამართალდამცავების მიერ სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველ პირთა სიაშიც არის შეყვანილი და ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
ლაკაევი იძებნება რუსეთის ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ საქართველო საკმაოდ სერიოზულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და, ალბათ, იძულებული იქნება ექსტრადიცია მოახდინოს და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთისთვის ეს იქნება გარკვეული ტესტი საქართველოსთან ურთიერთობის გასაგრძელებლად...ბადრი ნაჭყებია