„სიყვარულს გითვლით, აფხაზებო!“ - ამ სახელწოდებით ენგურის ხიდთან ერთგვარი მშვიდობიანი აქცია მოეწყო. ორგანიზატორებმა აქცია სიყვარულის დღეს, ვალენტინობას, დაამთხვიეს.
აფხაზებისთვის სიყვარულის გაგზავნის მსურველები ადმინისტრაციულ საზღვართან საღამოს შეიკრიბნენ.
„აქ შეკრების მიზეზი გახდა სურვილი, რომ სულ მალე ერთად დავბრუნდეთ ენგურს გაღმა - აფხაზეთში“, - ასე მიესალმა შეკრებილებს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლელა ნინუა. მისი თქმით, აქცია ახალგაზრდების ჯგუფმა დაგეგმა.
„კრეატიულად მოაზროვნე რამდენიმე ახალგაზრდა გავერთიანდით. მათ შორის მე, ნანა მელქაძე, პოეტი ბენჯი ჩხაიძე, გაგა გომართელი და ა.შ. გავერთიანდით, რომ გაგველღო ყინული, რაც არის ქართველებსა და აფხაზებს შორის. ჩვენ მათ სიყვარულს ვუთვლით“, - გვითხრა ლელა ნინუამ.
აქციაზე საგანგებო საჩუქარი მიიღო ქართულ-აფხაზურმა შერეულმა ოჯახმა.
ახლად დაქორწინებულ წყვილს, დავით კოდუას და აფხაზეთის მკვიდრ სვეტლანა ბობოხიას, სამოდელო სახლმა „ნანა მელქაძე“ საჩუქრად საპატარძლო კაბა გადასცა.
სვეტლანა ბობოხიამ შეკრებილებს უთხრა, რომ სურვილი აქვს ქართველები და აფხაზები ისევ ერთად იყვნენ.
„ძალიან მინდა, რომ ერთად ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ორგანიზატორებს“, - თქვა სვეტლანა ბობოხიამ.
სამოდელო სახლმა „ნანა მელქაძე“ ენგურის ხიდთან სიმბოლურად თეთრი პოდიუმი მოაწყო, სადაც საპატარძლო კაბების ჩვენება გაიმართა.
ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კი რამდენიმე სიმღერა და ცეკვა შეასრულეს. თბილისიდან ჩასულმა პოეტმა, ბენჯი ჩხაიძემ, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა:
„დამაბრუნე, ზეციერო, მეც იმ მხარეს,
სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა,
ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?!
მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს!..
ღმერთო, ერთხელ, სიკვდილამდე, შემაგებე
აფხაზეთში გათენებულ საქართველოს“…
აქციამ „სიყვარულს გითვლით, აფხაზებო!“ საათზე მეტ ხანს გასტანა.

ძალიან მინდა, რომ ერთად ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ორგანიზატორებს...სვეტლანა ბობოხია