რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის'' თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი. მან ილაპარაკა ღია მმართველობის ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ იკისრა და განიხილა მათი შინაარსი და შესრულების ვადები.