Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

70 ათასით გაზრდილი სახელფასო ფონდი და უარი პრემიებს


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წელს ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა სახელფასოფონდი 70 ათასი ლარით იზრდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მომავალ წელს უარს ამბობს პრემიებსა და დანამატებზე. ლაგოდეხის გამგეობაში ამბობენ, რომ ბუჯეტის პრიორიტეტები სწორად განსაზღვრეს, თუმცა ოპოზიციის შენიშვნები სწორედ ამ საკითხს ეხება. საკუთარი მოთხოვნები აქვს მოსახლეობასაც.

7 მილონ 71 ათასი ლარი - ლაგოდეხის გამგეობამსაკანონმდებლო ორგანოს ასეთი ციფრებით წარუდგინა განსახილვევლად 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი.ძირითად პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურული პროექტებისა და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, სოციალური დაცვა და სკოლამდელი განათლება განისაზღვრა. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გიორგი მანგოშვილის თქმით, „გასულ წელთან შედარებით, თითქმის 70 ათასი ლარით გაიზარდა საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი და 1 მილონ 700 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საჯარო მოხელეთა პრემიებს და დანამატებს, მანგოშვილის თქმით, „2016 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული“.

„ინფრასტრუქტურას ხმარდება 1 მილიონ 25 ათასი ლარი, სოციალური კუთხით განსაზღვრულია 470 ათას ლარამდე, განათლების კუთხით 1 მილიონ 400 ათასი ლარი გაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტში პრემირების მუხლი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. საჯარო მოხელეთასახელფასო ფონდზე 1 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელთან შედარებით, 2016 წელს ეს ხარჯები 70 ათასი ლარით არის მომატებული, რადგან წელს კონკურსები იყო და მათ დაფინანსებას ფულის სჭირდება“.

მთავარი ფინანსური დოკუმენტისმიმართ შენიშვნები აქვსოპოზიციას.საკრებულოს წევრი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ზვიად ხვედელიძე ამბობს, რომ გამგეობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არასრულყოფილია. „გაზრდილია საჯარო მოხელეთა ხელფასები და თითქმის არ არის გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები“. ხვედელიძეს შენიშვნები აქვს სოცილური დაცვისა და ინფრასტრუქტურის კუთხითაც:

„ჩვენი ფიქრით, ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ხელფასებზე იხარჯება, კაპიტალური ხარჯები კი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. პრიორიტეტებიც, როგორც ჩანს, ისევ სოციალური მიმართულება იქნება და ამ მხრივაცგვაქვს ჩვენ შენიშვნები. ეს არის ხალხის ფული, რომელსაც მიზნობრივი და სწორი ხარჯვა უნდა“.

ვიდრეაღმასრულებელი ხელისუფლება და ოპოზიცია მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსურიდოკუმენტისპრიორიტეტებზე დავობს,სოფელ უზუნთალაში მცხოვრებ ახმედ აბაზოვს ეს პრიორიტეტი უკვე განსაზღვრული აქვს - ის სოფელში გზისა და ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს, გზისა და ხიდის, რომლითაც მოსახლეობა თითქმის ორი წელია ვერ სარგებლობს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტი ხალხის მოთხოვნების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:

„მაგალითად, ჩვენს სოფელში, უზუნთალაში, ხიდი და გზა არის გასაკეთებელი. მანქანით გავლა შეუძლებელია, ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ“.

„ჩემი აზრით, ვინც ძალიან გაჭირვებულია, ბიუჯეტიდან დახმარება უნდა მიიღოს. კიდევ ერთი პრობლემა ქალაქში სიბინძურეა“.

„ფული ისეთ რამეზე უნდა დაიხარჯოს, რომ ხალხისთვის იყოს სასარგებლო“.

2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ უკვე განიხილა და ის შენიშვნებით გამგეობას დაუბრუნდება. რა მუხლებს შეეხება ცვლილება და რა შენიშვნებს გაითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლება, არავინ იცის, ის კი ცნობილია, რომ ამ სახით წლის მთავარ ფინანსურდოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG