Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რაში დაიხარჯა ლაგოდეხის 6 თვის ბიუჯეტი


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

6 თვე მიმდინარე წლის დაწყებიდან და მთავარი საფინანსო დოკუმენტის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები ლაგოდეხში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესული ცვლილებები და მხარეების განსხვავებული აზრი. რას ფიქრობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრთა შესრულებულ და შეუსრულებელ საქმიანობაზე და როგორია გამგებლის პასუხი.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და ლაგოდეხის საკრებულოს წევრი ვახტანგ დევიძე გვეუბნება, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს საკრებულომ პრიორიტეტები თავიდანვე არასწორად განსაზღვრა. დევიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები, აუცილებლად განსახორციელებელ გეგმაში იყო შესული, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თანხებიშესასრულებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს არ ეყო:

„6 თვის განმავლობაშილაგოდეხის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი ნაწილი მოხმარდა მხოლოდ ხელფასებს.ბიუჯეტის გავლით რაც უნდა შესრულებულიყო, თითქმის არაფერი არ არის დაწყებული“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბიუჯეტისდიდი ნაწილი მოხელეთა ხელფასებზე იხარჯება. გელა კობახიძე, რომელიც საკრებულოში ფრაქცია „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატების“ წევრია, გვეუბნება,რომ „მთავრობის დაპირება შტატების შემცირების შესახებ ტყუილი აღმოჩნდა“. მეტიც, „ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შტატები არსებულზე მეტად გაიბერა“:

„მოსახლეობას ვერ ვეუბნებით, რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ.მოსახლეობას არ აინტერესებს ააიპ-ი ორგანიზაციებშირამდენია დასაქმებული.ხალხსაინტერესებს გაკეთებული საქმე, რომელიც ნაწილობრივ კეთდება. ეს ხელისუფლება მეტი დაპირებებით მოვიდა“.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივი ბიუჯეტის 6-თვიან ხარჯვას დადებითად აფასებს. კახა ჯამბურია ამბობს, რომ გეგმა სოფლის დახმარების პროგრამით გამოვლენილ პრიორიტეტბზე იყო დამოკიდებული. ამ ეტაპისთვის კი უკვე ტენდერების გამოცხადებისა და სამუშაოების დაწყების პროცესია. მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე გაწერილი იყო:

„ლაგოდეხის ბიუჯეტით რაც იყო დაგეგმილი, ამ 6 თვის განმავლობაში მათი შესრულება მიმდინარეობს გეგმაზომიერად, ხოლო სოციალურ სფეროში გვაქვს საქმე ისე, რომ ცოტა უფრო მეტი ხარჯები გვაქვს გაწეული დახმარებებზე“.

ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ბიუჯეტისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს. ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმეტესობა არც კი დაინტერესებულა, რაში იხარჯება მისი კეთილდღეობისთვის გამოყოფილი სახსრები:

„არ მქონია შეხება და არ ვიცი, რაში იხარჯება ბიუჯეტი. რამეში ხომ უნდა დაგჭირდეს, რომ დაინტერესდე?“

„არ დავინტერესდი. თუ დავინტერესდი, აუცილებლად გავიგებ“.

„მე ვინ მეტყვის რაში დაიხარჯა? არ დამაინტერესა, მაგრამ მე ვინ მეტყვი? გლეხი კაცი ვარ“.

„არავინ არაფერს რომარ აკეთებსდა მხოლოდ საკუთარი ჯიბისკენ იყურებიან, მე მგონი, ეს არავის არ ესწავლება. არც შეკითხვა არ უნდა ამას“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს 11 მილიონამდეა. აქედან უმეტესი ნაწილი, როგორც ოპოზიციური პარტიები ირწმუნებიან, ხელფასებზე იხარჯება. წელს მუნიციპალიტეტში არც პრემიების მიღებაზე უთქვამთ უარი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG