2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გიორგი გოზალიშვილი ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. იგი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს და დაპირებებსაც ამ პარტიის სახელით გასცემდა. მას შემდეგ, რაც არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოცხადდა და პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში პირველად შეიკრიბა, დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატთა სიას შეუერთდა. ეს გადაწყვეტილება გიორგი გოზალიშვილმა იმით ახსნა, რომ, ჯერ ერთი, არ უნდოდა საკუთარი ამომრჩევლის ოპოზიციაში ყოფნა და, მეორეც, ვერ მოახერხებდა ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმ პარტიიდან, სადაც მანამდე იყო:
„ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ეს გამოიწვევდა გარკვეულ დისონანსს. მაგალითად, არ უნდა მეთანამშრომლა საქართველოს მთავრობასთან და მათი ნებისმიერი გადაწყვეტილების ოპოზიციაში უნდა ვმდგარიყავი. აქ ყველა მოქალაქე არის ლაგოდეხის მკვიდრი. ჩემთვის სულ ერთია ვინ მომცა ხმა და ვინ არა. ჩავთვალე, რომ ჯობს ვითანამშრომლო საქართველოს ახალ მთავრობასთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან, როგორც დამოუკიდებელმა, ნეიტრალურმა დეეპუტატმა ისე, რომ ლაგოდეხისთვის ბევრი სიკეთის გაკეთება შევძლოთ“.
მას შედეგ, რაც გიორგი გოზალიშვილმა პოლიტიკური პოზიცია შეიცვალა, მან პირველი საჯარო შეხვედრა სოფელ ბაისუბანის მოსახლეობასთან გამართა. ადგილობრივები სტიქიით დაზარალდნენ და დახმარება არ მიუღიათ. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებდნენ სოფლის ცენტრში შეკრებილი ბაისუბნელები და დეპუტატმაც ამ შეხვედრაზე გაუმჟღავნა მათ თავისი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" ფრაქციის დატოვების შესახებ:
„მე გეტყვით, რომ უმრავლესობა გაგებით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. ეს იმიტომ, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც ეხება პენსიების მომატებს, დახმარებების გაზრდას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეს ჩემს ამომრჩეველსაც და იმასაც, ვინც ლაგოდეხში სხვა, კონკურენტი კანდიდატი შემოხაზა, ერთიანად წაადგება“.
მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა ახლად არჩეული დეპუტატის გადაწყვეტილებას. ისინი ფიქრობენ, რომ გიორგი გოზალიშვილი უნდა დარჩენილიყო იმ პარტიაში, რომლის სახელითაც გამარჯვება მოიპოვა. საზოგადოების ნაწილმა კი გოზალიშვილის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა:
„გოზალიშვილი იძახის, მე ჩემს ხალხს ოპოზიციაში ვერ ჩავუდგებოდიო! კი ბატონო, მოგმართავთ, ბატონო გია: ოპოზიციაში თუ ვერ ჩაუდგებოდით, ხელისუფლებაში ბრძანდებოდით და კაპიკის გასაკეთებელი არ გაგიკეთებიათ. ამაზეც ვერ გვცემთ ვერანაირ კონკრეტულ პასუხს!“
„აქამდე თუ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობდა, რატომ აღარ მოსწონს ახლა? ნამდვილად არ არის მოსაწონი მისი გადაწყვეტილება“.
„სწორედ მაგ ხალხმა 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა უდიდესი დანაშაული. ახლა კიდევ, მგელმა რომ ქურქი გადაიცვას და ფარაში შევიდეს, ცხვარი მაინც ვერასდროს ვერ გახდება“.
„თუ ეს გადაწყვეტილება გიორგი გოზალიშვილის სურვილით იყო, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მისაღებია ჩემთვის“.
ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა კოალიცია „ქარული ოცნების“ რიგებში ვიხილოთ, თუმცა ამბობს, რომ ახალ მთავრობასა და კოალიციასთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება, რათა საარჩევნო დანაპირების „მეტი სარგებელი ხალხს“ შესრულება შეძლოს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამები ერთმანეთს ემთხვევა:
„პარლამენტში შესული ორივე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამები თითქმის იდენტური იყო, სხვაობაა მხოლოდ დროში. მომავალი წლის ქვეყნის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია სახელმწიფო პროგრამები: მოქალაქეების საყოველთაო დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარება, პენსიების ზრდა და ის, რომ საარსებო მინიმუმი უნდა გაუთანაბრდეს სამომხმარებლო კალათას. ეს დიდი სიკეთე იქნება და სწორედ ეს არის სარგებელი ხალხისთვის“.
ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" ფრაქცია დატოვა, დამოუკიდებელ დეპუტატთა რიცხვს შეუერთდა. ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ საპარლამენტო ფრაქციად რეგისტრირების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

აქამდე თუ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობდა, რატომ აღარ მოსწონს ახლა? ნამდვილად არ არის მოსაწონი მისი გადაწყვეტილება ...
„მე გეტყვით, რომ უმრავლესობა გაგებით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. ეს იმიტომ, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც ეხება პენსიების მომატებს, დახმარებების გაზრდას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეს ჩემს ამომრჩეველსაც და იმასაც, ვინც ლაგოდეხში სხვა, კონკურენტი კანდიდატი შემოხაზა, ერთიანად წაადგება“.
მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა ახლად არჩეული დეპუტატის გადაწყვეტილებას. ისინი ფიქრობენ, რომ გიორგი გოზალიშვილი უნდა დარჩენილიყო იმ პარტიაში, რომლის სახელითაც გამარჯვება მოიპოვა. საზოგადოების ნაწილმა კი გოზალიშვილის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა:
„გოზალიშვილი იძახის, მე ჩემს ხალხს ოპოზიციაში ვერ ჩავუდგებოდიო! კი ბატონო, მოგმართავთ, ბატონო გია: ოპოზიციაში თუ ვერ ჩაუდგებოდით, ხელისუფლებაში ბრძანდებოდით და კაპიკის გასაკეთებელი არ გაგიკეთებიათ. ამაზეც ვერ გვცემთ ვერანაირ კონკრეტულ პასუხს!“
„აქამდე თუ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობდა, რატომ აღარ მოსწონს ახლა? ნამდვილად არ არის მოსაწონი მისი გადაწყვეტილება“.
პარლამენტში შესული ორივე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამები თითქმის იდენტური იყო, სხვაობაა მხოლოდ დროში. მომავალი წლის ქვეყნის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია სახელმწიფო პროგრამები ...გიორგი გოზალიშვილი