17 დეკემბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მუქარაში დაადანაშაულა ქვეყნის მთავარი პროკურორი. ბრალდებას პროკურატურამ იმავე საღამოს უწოდა აბსურდული, 18 დეკემბერს კი თბილისის მერს წარუდგინა საბიუჯეტო თანხების პარტიული მიზნებით გამოყენების ბრალდება, რაც აბსურდად შეაფასა გიგი უგულავამ. თბილისის მერისთვის აღკვეთის ზომად პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა და უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. ორი შუამდგომლობიდან სასამართლომ ერთი დააკმაყოფილა, უგულავა მერის თანამდებობიდან დროებით გადააყენა, წინასწარი პატიმრობის ნაცლად კი 50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. პატიმრობაზე უარის გადაწყვეტილება სასამართლომ დაასაბუთა რამდენიმე არგუმენტით, მათ შორის იმით, რომ გიგი უგულავა არ არის ნასამართლევი და გამოძიების პროცესში თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოსა და სასამართლოში გამოცხადებისთვის.
რაც შეეხება მერის უფლებამოსილების შეჩერებას, სასამართლოს განმარტებით, მან გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას და თანამდებობაზე მისი დარჩენით გამოძიებას ხელი შეეშლება. სასამართლოს 21 დეკემბრის განჩინებით, გიგი უგულავა თანამდებობიდან გადაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.