Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი შეიძლება 5 მილიონი ლარით გაიზარდოს


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მოსახლეობა მომავალ წელს მოსაგვარებელ პრობლემებს შორის სხვადასხვასაკითხს ასახელებს. ბიუჯეტის დაგეგმვისათვისსაკუთარი რეკომენდაციები აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც მოსახლეობის ლოკალური ან მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებზე მუშაობენ. როგორც ადგლობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, 2015 წლის ბიუჯეტიმიმდინარე წლის ბიუჯეტზერამდენიმე მილიონი ლარით მეტი იქნება და დაახლოებით 45 მილიონით განისაზღვრება, თუმცა, გაუმჯობესებული პარამეტრების მუხედავად, ის მწირია დამოსახლეობის ყველა მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

კითხვაზე, თუ რა პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა მომავალ წელს მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში, რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ლოკალურ საკითხებს ასახელებენ.

კონკრეტული რეკომენდაციები უკვე შესთავაზეს მერიასშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად იმარასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ეტლით მოსარგებლე, მხედველობა და სმენადაქვეითებული მოქალაქეების საჭიროებებზე მუშაობენ. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლის დიანა ჯანაშიასინფორმაციით, ქალაქის მერთან ორი შეხვედრა უკვე გაიმართა და კიდევ ერთი შეხვედრა პროგრამის დახვეწისთვის კვირის ბოლოსაა დაგეგმილი.

როგორც ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს, მომავალი წლის ბიუჯეტში, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად იქნება ასახულ ყველა ის საჭიროება, რომელიც მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანშეხვედრების დროს გამოიკვეთა.

შოთა მურღულიას ინფორმაციითვე, 2015 წლიდან საპილოტე პროგრამები ამოქმედდება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი, წლევანდელის მსგავსად, თანხებს რეგიონების განვითარების ფონდიდან მოიძიებენ.

შოთა მურღულია ამბობს, რომ ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, თუმცა, თანხების მოძიების პარალელურად, მასში შესწორებები შედის და საბოლოო ფორმირებამდე სამუშაო პროცესი გრძელდება.

XS
SM
MD
LG