Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მუსიკალური არდადეგები ქუთაისში


ქუთაისში მეხუთე დღეა, ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით, მუსიკალური არდადეგები მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მუსიკალური სასწავლებლების 50-მდე წარმატებული მოსწავლე მონაწილეობს. მოსწავლეებს, არდადეგების ფარგლებში, კლასიკური მუსიკის მასტერკლასებს მსოფლიო დონის ქართველი მუსიკოსები უტარებენ, 10-დღიანი ბანაკის მონაწილეებისთვის იმართება ასევე მუსიკალურ ვიქტორინები, ინტელექტუალური თამაშები და კონცერტები.

მუსიკალური არდადეგების პროექტის ავტორის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის თქმით, ბანაკის მიზანია ერთმანეთს გააცნოს და დააახლოოს ბავშვები სხვადასვა რეგიონის სამუსიკო სასწავლებლებიდან.

მუსიკალური არდადეგების მონაწილეებისთვის ქუთაისში ტარდება შემეცნებითი ექსკურსიები და მოზარდები გასართობ ცენტრებს სტუმრობენ. მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა ბანაკში მონაწილეობას სცენის შიშის გადალახვის საფეხურად მიიჩნევს ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ნინო დოღონაძე.

მუსიკალური არდადეგების მონაწილე მოზარდები ყოველდღიური პროგრამით კმაყოფილნი არიან და ამბობენ, რომ ყველა აქტივობა ერთნაირად საინტერესოა.

მუსიკალურ არდადეგებში მონაწილეობას წარმატების საფუძვლად მიიჩნევს ბანაკის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ნინო ჩხეიძე. დადებითად აფასებს მუსიკალურ არდადეგებს პიანისტი და პედაგოგი ლედა კანკავა.

მუსიკალური არდადეგები ქუთაისში 25 ივლისს დაიწყო და ორ აგვისტოს კოსტიუმირებული მეჯლისით დაიხურება, წარმატებული მოსწავლეების ბანაკში მონაწილეობას კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქუთაისის მერია და ხელოვნების აკადემია უზრუნველყოფენ.

XS
SM
MD
LG