Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში მოსახლეობამ იკლო


სიღნაღი
სიღნაღი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ კახეთში ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 89 ათასით შემცირდა. საგანგაშოა თუ არა ასეთი დემოგრაფიული სურათი და რა არის შიდა და გარე მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები?

„კახეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა 21, 6 % შემცირდა“ - ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, მოსახლეობის 2014წლის საყოველთაო აღწერის წინასწარშედეგებზე დაყრდნობით. კვლევის მიხედვით, 2002 წლის შემდეგ კახეთში მოსახლეობის რიცხვი 88 038-ითშემცირა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში 319 144 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირების მიზეზი შიდა და გარე მიგრაციაა. კახელები საცხოვრებელ ადგილად ხშირად დედაქალაქს ირჩევენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა:

„მოსახლეობა დასაქმების დიდ შანსს თბილისში ხედავს დასწორედ ეს არის მათი წასვლის მიზეზიც“.

„უმუშევრობა, სიღარიბე... ჩემს შვილს,რომელიცწლების წინ სამუსიკო სკოლაში მუშაობდა და ხელფასი 9 ლარი ქონდა, ქვეყნის დატოვება მოუწია. ის დღეს უცხოეთში ცხოვრობს და იქ მუშაობს. უკან აღარ ბრუნდება...“

„ქვეყნის დატოვების მიზეზი სოციალური ფონია და კიდევ ის, რომ უკეთესი მომავლის იმედი არ ჩანს“.

„სოფლებში სამუშაო ადგილების პრობლემაა, ამიტომ ადამიანები ქალაქში მიდიან,იქ ოჯახებში დამხმარეებად მუშაობენ და საკუთრ ოჯახებს ასე არჩენენ“.

ქვეყანაში არსებულდემოგრაფიულ პრობლემებზე ლაპარაკობენ დემოგრაფებიც. გია მელაძე გვეუბნება, რომ მოსახლეობის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა ეკონომიკური პირობების გაუარესებამ და უმუშევრობამ, ნაწილობრივ - შობადობის კლებამაც.

„კახეთში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 22 % -ით არის შემცირებული, რაც სოფლებში არსებული მძიმე სოციალური პირობებით არის განპირობებული. სოფელში არარის კომუნიკაცია და სამუშაო ადგილები, ამიტომ ახალგაზრდები სოფლებს ტოვებენ და, უკეთეს შემთხვევაში, დიდ ქალაქებში მიდიან, უარეს შემთხვევაში კი, ქვეყანას საერთოდ ტოვებენ“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი გოზალიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი სიტუაციაა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში:

„2014 წელს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 60 ათასზე მეტია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება მიგრაციას, ასე დაემართა ყველა ქვეყანას, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის წევრი იყო. ამის მიზეზი კი გახსნილი საზღვრებია. ჩემს და თქვენს საახლობლოშიც, ალბათ, ბევრი ადამიანია, რომელმაც ქვეყანა დატოვა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ იქ უკეთესად იცხოვრებს. გახსნილი საზღვრების პირობებში, ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია“.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, კახეთის მსგავსად, მოსახლეობის კლება საქართველოს ყველა რეგიონშია.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 729 ათას 500კაცი შეადგინა. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014წლის 5ნოემბრიდან 19ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქსტატი აღწერის საბოლოო შედეგებს 2016 წელს გამოაქვეყნებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG