საკადრო ცვლილებებია კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - გუბერნატორს ახალი მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი და პრესსამსახური ჰყავს. ირაკლი შიოლაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ზურაბ არსენიშვილი წარადგინა, ადმინისტრაციულ სამსახურს სოფიო მიქელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო პრესსამსახურის დეპარტამენტს ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი ჩაუდგა სათავეში. გუბერნატორი განმარტავს, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ამ ადამიანებზე და რას გააკეთებენ ისინი რეგიონისთვის.
„ზურაბ არსენიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფიო მიქელაძე მანამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა ხელმძღვანელად, ხოლო მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში - ადმინისტრაციის უფროსად. მას დიდ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მადონა ბატიაშვილს, მას ადგილობრივი მედია ძალიან კარგად იცნობს. ის უკვე გახდა კახეთის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსი“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
კახეთის გუბერნატორის ახლად დანიშნული მოადგილე ამბობს, რომ რეგიონისთვის N1 პრობლემა სასმელი წყალია. ზურაბ არსენიშვილის განცხადებით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხის მოგვარება იქნება. მისივე თქმით, რეგიონისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა:
„მე ვთვლი, რომ მდიდარი რეგიონის რესურსებს სჭირდება მაქსიმალური გამოყენება და ამუშავება. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ კახეთს აქვს იმის პოტენციალი, რომ იმაზე უკეთესად იცხოვროს, ვიდრე დღეს ცხოვრობს, ამასთანავე იყოს გამორჩეული მთელ საქართველოში. ჩვენც ამ მოტივაციით ვართ მოსულები, რომ ამ პროცესებს ხელი შევუწყოთ“.
სოფიო მიქელაძე, რომელიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, ამბობს, რომ პირველ ეტაპზე რეგიონის პრობლემებს გაეცნობა. მიქელაძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მენეჯერად, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის გამოცდილებ მას დაეხმარება წარმატებული საქმეები კახეთისთვისაც გააკეთოს:
„ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დაწინაურების თვალსაზრისით არ ყოფილა მიღებული. მე მაინტერესებს ამ რეგიონის პრობლემები. გუბერნატორს სჭირდება გუნდი, რომელიც პრობლემებს მაქსიმალურად მოაგვარებს“.
კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურს მადონა ბატიაშვილი ხელმძღვანელობს.
იგი პროფესიით ტექნოლოგია, თუმცა სხვადასხვა წლებში ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. მადონა ბატიაშილი ამბობს, რომ მუშაობის დროს მთავარი პრინციპი სამხარეო ადმნისტრაციის გამჭვირვალობა იქნება:
„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ცოტა ხნის წინ მეც ჟურნალისტი ვიყავი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა საჯარო დაწესებულებაში არის ბიუროკრატია. ჩემი თანამშრომლობა ჟურნალისტებთან იქნება ძალიან ნაყოფიერი. გპირდებით, რომ გუბერნია იქნება გამჭვირვალე ყველა ჟურნალისტისთვის და დაინტერესებული პირისთვის. საჯარო ინფომაცია იქნება ხელმისაწვდომი“.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში 30 წლის ირაკლი შიოლაშვილი გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა. ირაკლი შიოლაშვილის მოსვლითანავე თანამდებობები დატოვეს გუბერნატორის მოადგილეებმა და ადმინისტრაციის უფროსმა, პრესსამსახურის თანამდებობა კი ვაკანტური გასულ კვირას გახდა, როდესაც ხათუნა გულიაშვილმა ეს პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დანიშვნისთანავე დაიწყო რეორგანიზაცია, რაც, გუბერნატორის განცხადების თანახმად, ჯერ არ დასრულებულა.
„ზურაბ არსენიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფიო მიქელაძე მანამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა ხელმძღვანელად, ხოლო მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში - ადმინისტრაციის უფროსად. მას დიდ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მადონა ბატიაშვილს, მას ადგილობრივი მედია ძალიან კარგად იცნობს. ის უკვე გახდა კახეთის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსი“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
კახეთის გუბერნატორის ახლად დანიშნული მოადგილე ამბობს, რომ რეგიონისთვის N1 პრობლემა სასმელი წყალია. ზურაბ არსენიშვილის განცხადებით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხის მოგვარება იქნება. მისივე თქმით, რეგიონისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა:
„მე ვთვლი, რომ მდიდარი რეგიონის რესურსებს სჭირდება მაქსიმალური გამოყენება და ამუშავება. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ კახეთს აქვს იმის პოტენციალი, რომ იმაზე უკეთესად იცხოვროს, ვიდრე დღეს ცხოვრობს, ამასთანავე იყოს გამორჩეული მთელ საქართველოში. ჩვენც ამ მოტივაციით ვართ მოსულები, რომ ამ პროცესებს ხელი შევუწყოთ“.
ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დაწინაურების თვალსაზრისით არ ყოფილა მიღებული. მე მაინტერესებს ამ რეგიონის პრობლემები...სოფიო მიქელაძე
„ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დაწინაურების თვალსაზრისით არ ყოფილა მიღებული. მე მაინტერესებს ამ რეგიონის პრობლემები. გუბერნატორს სჭირდება გუნდი, რომელიც პრობლემებს მაქსიმალურად მოაგვარებს“.
კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურს მადონა ბატიაშვილი ხელმძღვანელობს.
ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ცოტა ხნის წინ მეც ჟურნალისტი ვიყავი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა საჯარო დაწესებულებაში არის ბიუროკრატია. ჩემი თანამშრომლობა ჟურნალისტებთან იქნება ძალიან ნაყოფიერი...მადონა ბატიაშვილი