კახეთის რეგიონში „რთველი 2013“ დასასრულს უახლოვდება. რთვლის შტაბის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის მოქმედმა ქარხნებმა 80 ათას ტონამდე მოსავლის გადამუშავება შეძლეს. კახეთში მევენახეთა კმაყოფილების დონე სხვადასხვაგვარია. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მევენახეებმა პროტესტი რთვლის ორგანიზებულობასა და ფასზე გამოთქვეს. ადგილობრივი სიმონ გიგიტელაშვილი ამბობს, რომ ყურძნის ჩაბარების დროს ხელოვნური ბარიერები იქმნება:
„ქარხანაში წაიღეს ყურძენი, არ მიიღეს, ეს ჩვენი ზონა არ არისო. რა შუაშია ზონა, როცა სოფელ გულგულას ყურძენი კარგი ხარისხით გამოირჩევა? ვაპროტესტებთ იმას, რომ კილოგრამ ყურძენში მევენახეებს განსხვავებულ ფასს უხდიან. ზოგს 1 ლარს და 10 თეთრს უხდიან, ზოგს - ლარს და 20 თეთრს და ა.შ.“.
სიმონ გიგიტელაშვილისა და მასთან ერთად სხვების პრეტენზიებს არ იზიარებენ რთვლის საკოორდინაციო შტაბში. შტაბის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ფასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიუღებელია:
„ჩვენ, სახელმწიფო, მინიმალურ, სტაბილურ, გარანტირებულ, ძალიან კარგ პირობას ვთავაზობთ, რომ მინიმუმ 1 ლარად ისინი აბარებენ მოსავალს და, ამასთან ერთად, შეუფერხებლად. თავისი ადგილწარმოშობის მიხედვით, კანონით არის განსაზღვრული რამდენიმე სპეციფიკური მიკროზონა. ასეთი საქართველოში არის 18 მიკროზონა. ესენია: წინანდალი, მუკუზანი და ა.შ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ტერიტორიებზე დაკრეფილი ყურძენი იმაზე მეტი ფასობს, ვიდრე სხვა, უფრო ნაკლებად ხარისხიან მიწებზე მოყვანილი ყურძენი“.
ყურძნის ჩაბარების მინიმალური ფასი წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთი ლარით განსაზღვრა. ხარისხისა და ჯიშის გათვალისწინებით, თანხა ერთ ლარსა და 20 თეთრამდე აღწევს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოქმედ მიმღებ პუნქტში, სხვა ქარხნების მსგავსად, დატვირთული მანქანების რიგი მთელი დღის განმავლობაში დგას.
„თითქმის 3-4 საათში ვიცლებით ხოლმე. არის ყურძნით დატვირთული მანქანების დიდი რიგი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქარხნებში ნორმალური მუშაობა მიდის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. სხვა წლებთან შედარებით, ფასი საგრძნობლად გაზრდილია და ხალხიც კმაყოფილია“, ამბობს მევენახე მირიან ყუშიტაშვილი.
ყურძნის მოსავლის აღების ძირითადი ფაზა კახეთის რეგიონში დასრულებულია. რთვლის შტაბში განაცხადეს, რომ რთველი უკვე ქართლში, გურიასა და რაჭაში გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა, წლევანდელ სეზონზე 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალი იქნება.