ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებით, ირანს ბრიტანეთიდან თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა სრული შემადგენლობით გაჰყავს და საელჩოს ხურავს. სამშაბათს თეირანში, ბრიტანეთის საელჩოში, დემონსტრანტები შეცვივდნენ და დაარბიეს. მათ ჩაამსხვრიეს შუშები, ცეცხლი წაუკიდეს მანქანას და დაწვეს ბრიტანეთის დროშა. თავდასხმას წინ უძღოდა ბრიტანეთის მიერ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება, მისი ბირთვული პროგრამის გამო. როგორც იცით, დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს პროგრამა რეალურად ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება, ირანი კი ამას უარყოფს და ამბობს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს. სანქციები, სავარაუდოდ, გუშინდელი თავდასხმის უშუალო მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო, თუმცა ირანის მხრიდან ბრიტანეთისადმი უნდობლობას ბევრად უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს.
„სიკვდილი ინგლისს!“ - ასე სკანდირებდა ათობით ირანელი დემონსტრანტი თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე იერიშის მიტანისას.
„სიკვდილი სამ ტერორისტულ ქვეყანას - ამერიკას, ისრაელს და ინგლისს!“ - სკანდირებდნენ საელჩოს შენობის გარეთ დარჩენილი დემონსტრანტები.
მათი უკმაყოფილება გამოიწვია ახალმა სანქციებმა, რომელიც ბრიტანეთმა დაუწესა ირანს, მისი ბირთვული პროგრამის გამო.
თუმცა ირანელების მხრიდან ბრიტანეთის მიმართ უნდობლობას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ირანის ყველაზე ცნობილი, პოპულარული სატირული რომანის - „ბიძია ნაპოლეონის“ - მთავარი გმირი მის ქვეყანაში მომხდარ ყველა მოვლენაში ბრიტანეთის ხელს ხედავს.
„ბრიტანელების ბრალია“ - ასეთია მთავარი სლოგანი ამ 1971 წელს გამოცემული წიგნისა, რომელიც შემდეგ პოპულარულ ტელესერიალად იქცა.
„ბიძია ნაპოლეონი“ და ბრიტანელების მიმართ მისი პარანოია, ცხადია, მხატვრული ნაწარმოებია, ფიქციაა, თუმცა ის დიდწილად რეალობას ეფუძნება.
გავრცელებული აზრით, წიგნის ავტორმა ირაჯ ფეზეშკჰზადმა თავისი ბესტსელერის მთავარი გმირის სახე ბავშვობაში მიღებული რეალური შთაბეჭდილებების მიხედვით შექმნა. ერთ-ერთ გამოსვლაში ავტორი იხსენებდა, რომ ხშირად ესმოდა პოლიტიკურ საკითხებზე უფროსების კამათი, რომელშიც ისინი პოლიტიკოსების უმრავლესობას „ბრიტანეთის ლაქიებად“ მოიხსენიებდნენ. ეს ტენდენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთი ირანელი ჰიტლერსაც ბრიტანეთის კაცად მიიჩნევდა, გერმანიის მიერ ლონდონის დაბობმვას კი ბრიტანეთის სადაზვერვო სტრუქტურების მიერ განხორციელებულ მზაკვრულ გეგმად.
მართლაც, ირანელები ბრიტანელებს ბევრ ბრალდებას უყენებენ, ხელისუფლებაში სასულიერო პირების მოყვანის ჩათვლით. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ პოპულარული იყო ხუმრობა, სასულიერო პირებს წვერის ქვეშ „მეიდ ინ ინგლანდ“ აწერიათო.
„ქვას ფეხს თუ წამოკრავ, ეს ბრიტანეთის მიერ იქნება დაგეგმილიო“, - ასეთი იყო კიდევ ერთი ხუმრობა.
ამ მტრულ დამოკიდებულებას ისტორიული ფესვები აქვს. 1953 წელს ბრიტანეთი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეხმარებოდა ირანში გადატრიალების მოწყობაში, რასაც ირანის პოპულარული პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ მოსადეყის დამხობა მოჰყვა.
ბრიტანეთის მიმართ უნდობლობის გაჩენისთვის ეს ერთი შემთხვევაც, ალბათ, საკმარისი იქნებოდა, თუმცა ამ დამოკიდებულების ფესვები კიდევ უფრო ღრმაა და ასობით წელიწადს ითვლის. საქმე სპარსეთში ბრიტანეთის როლს და მის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დომინაციას ეხება.
სწორედ ეს დამოკიდებულება გამოხატა პარლამენტარმა ჰამიდ რასაიმ სამშაბათს, როცა დემონსტრანტებს შეუერთდა და ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრალდებების ვრცელი სია წაიკითხა. ირანის კონსტიტუციურ პერიოდში ბრიტანეთის საელჩომ შეასრულა ყველაზე დიდი როლი იმაში, რომ ქვეყანამ სწორი გზიდან გადაუხვიაო, - თქვა მან და დასძინა, ბრიტანეთს სადამ ჰუსეინის რეჟიმისთვის იმ ქიმიური იარაღის მიწოდებაც უნდა დაბრალდეს, რომელიც ირანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს, 1980-1988 წლების სისხლიან ომშიო.
ჰამიდ რასაიმ ბრიტანეთს სხვა ბრალდებებიც წაუყენა - მათ შორის, ირანისა და აშშ-ის მიერ ტეროროსტულ ჯგუფად მიჩნეული ორგანიზაციის „მუჯაჰედინ ხალყის“ მხარდაჭერა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ საპროტესტო აქციებში ჩარევა, რომელიც 2009 წლის არჩევნებს მოჰყვა და მნიშვნელოვნად შეარყია ირანის პოლიტიკური ცხოვრება. იმ საპროტესტო აქციების დროს თეირანში ბრიტანეთის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრეს.
მათ, ვისაც ამ ბრალდებების დამამტკიცებელი საბუთები აინტერესებს, რასაიმ უპასუხა, ამისათვის საელჩოს შიგნით „საიდუმლო დოკუმენტების“ ძებნა არ დაგჭირდებათო. „აშკარა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საელჩო ჯაშუშების ბუდეაო“, - განაცხადა პარლამენტარმა.
პარლამენტარის განცხადების მიუხედავად, სამშაბათის იერიშის შემდეგ ირანის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ საელჩოში შეჭრილმა ხალხმა ადგილის დატოვებამდე „საიდუმლო და ჯაშუშური დოკუმენტების კონფისკაცია“ მოახდინა.