"უხილავი ფარდის" წამყვანი ოქროპირ რუხაძე დოქტორ მაია გეჯაძეს ესაუბრება ეკონომიკაში ადამიანურობის ფაქტორის, სოციალური პასუხისმგებლობის, ფრანგი და ბელგიელი სტუდენტების შესახებ, კაპიტალისტურ სისტემაში მოტივაციის არსზე. მაია გეჯაძე ცხოვრობს ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, შარშან დაიცვა დისერტაცია ფინანსების სფეროში. დოქტორანტურამდე სწაფლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. დაამთავრა ასევე კიევის მაგილიანსკაიას აკადემიის მაგისტრატურა. დოქტორანტურის პერიოდში გაცვლითი პროგრამებით იყო პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, და ბარსელონაში. ყოველკვირეული რუბრიკის, "უხილავი ფარდის", სტუმარი საფრანგეთში, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში, ასისტენტ-პროფესორია, კითხულობს ლექციებს კორპორაციულ ფინანსებში.