განვაგრძობთ ჩვენს ციკლს უცხოეთში მყოფი სტუდენტების შესახებ. უხილავი ფარდის მიღმა თავის სამყაროს დღეს დაგვანახვებს მარიამ ნუცუბიძე, რომელიც პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია ბიზანტინისტიკის განხრით. მარიამ ნუცუბიძე არაერთი სერტიფიკატის და დიპლომის მფლობელია, გაუმარჯვია ბევრ კონკურსსა და ჩემპიონატში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძალიან უყვარს ფრანგი იმპრესიონისტები, და თავის დროზე აღმერთებდა ფრანგ ფეხბურთელს - ზიდანს. მარიამი საფრანგეთიდან გვიამბობს, სორბონაში სწავლის გარდა, როგორია პარიზი ფეხბურთის თუ ხელოვნების მოყვარულთათვის.