რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას და გადაცემა „საღამოს თავისუფლებას“ ეწვია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა, რომელიც ჩეხეთში იმყოფება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩეხური გამოცდილების შესასწავლად. ჩვენი სტუმარი თბილისში მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, რომლის მიზანიც საქართველოსათვის დეცენტრალიზაციის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაა. არჩილ თოდუას პრაღის სტუდიაში ოქროპირ რუხაძე ესაუბრა.