2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის დღეს აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება აუტიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. რამდენიმე წელია ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. რა პრობლემებს აწყდებიან დღეს საქართველოში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები? არსებობს თუ არა საქართველოში ზუსტი დიაგნოსტირების სისტემა და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბავშვთა აბილიტაციის ძვირად ღირებულ პროცესს დააფინანსებს? - ამ და სხვა შეკითხვებით მიმართა ჩვენმა კოლეგამ, ნინო თარხნიშვილმა, საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ხელმძღვანელსა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელს სოფიო კერესელიძეს.