„შეიფარე დღეს“ - აქციას ამ სახელწოდებით ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი 18 ოქტომბერს გამართავს და ხელისუფლებას მოახლოებული ზამთრის ფონზე უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფას მოსთხოვს. შარშან ზამთარში უსახლკაროდ დარჩენილი ორი ადამიანი ქუჩაში გაიყინა, რასაც 9 აპრილის ბაღში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ კარვის დადგმა მოჰყვა. იქ 400-ზე მეტმა ადამიანმა გამოიზამთრა და ამ კარავში დღესაც რჩებიან უსახლკაროები. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას სთხოვენ, წელს მაინც აცივებამდე გაცილებით ადრე დაიწყონ ზრუნვა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ღამის გასათევი არ გააჩნია. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს, ბაია პატარაიას გაესაუბრა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1