რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" პრეზიდენტი თამარ ბაღათურია. მან ილაპარაკა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე სტუდენტური თვითმმართველობისა და მსჯავრდებულთა ხმის მიცემის უფლების რეფორმების სფეროში.